სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს უფლისათვის და ნაწილობრივ მოყვასისათვის: მოყვასი უფლისათვის უნდა გვიყვარდეს: ღმერთი კი უნდა გვიყვარდეს თვით მისთვის და ყველაზე ძლიერ.
საკუთარი თავისადმი სიყვარული მსხვეროლად იწირავს მოყვასისადმი სიყვარულს. საკუთარი თავისა და მოყვასის სიყვარული კი მსხვერპლად ღვთისადმი სიყვარულს შეიწირავს.
შეიყვარე უფალი მთელი გულით, მთელი სულით და მთელი შენი არსებით, თუ გსურს, თავიდან აიცილო მარადიული ტანჯვა-წამება სიკვდილის შემდეგ, თუ გსურს, იგემო მარადიული სიხარული, მარადიული ნეტარება - ჯერ კიდევ დედამიწაზე, რომელიც, დამიჯერე, ის... იხილეთ სრულად
ამქვეყნად არაფერია ისეთი, რაც შეძლებდა ღვთისადმი სიყვარული ამოეძირკვა იმ გულიდან, რომელშიც იგი დასახლდა.
"როგორ დავიცვათ თავი ცდუნებებისგან?" - ჰკითხა ერთმა ამბა პიმენს. წმიდა ბერმა უპასუხა: "ქვაბში, რომელიც მუდმივად თუხთუხებს, ბუზი ვერ ჩავარდება: და სულაც, რომელიც უფლისადმი სიყვარულით არის მხურვალე, ვერაფერი აცდუნებს.
ღვთისადმი სიყვარული გამოულეველი საგანძურია; ვინც მას ფლობს, მდიდარია; ვისაც არა აქვს - ღატაკი.
ღვთის გარეშე, რასაც არ უნდა ვეთაყვანებოდეთ, ყოველთვის რაღაც გვაკლია, ჩვენი გული ყოველთვის რაღაცას ეძიებს, და ნეტარი ავგუსტინეს შესანიშნავი სიტყვებით: "მანამდე მღელვარებს, ვიდრე ღვთაებრივ სიყვარულს არ მიაღწევ".