წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე | გამონათქვამები
782. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: თუ ებრაელი ან წარმართი თავის დღესასწაულზე სადილად მიმიპატიჟებს, ან საჩუქრებს გამომიგზავნის, ავიღო ისინი თუ არა?
781. სასურველია თუ არა საქმის ფაქიზად შესრულება? მაგალითად, სახლის მშენებლობის ან სხვა რამის კეთებისას?
778. ზოგიერთები, ეშმაკის ჩაგონებით, ჩემზე ფიქრობენ, რომ ღვთისმოსავი ვარ, რამეთუ ხშირად არ დავდივარ სავაჭროდ და საერო საქმეებშიც არ ვერევი. როდესაც, დიდი ხნის უბანელობის გამო, სხეულის საჭიროება ბანაობას მაიძულებს, ყოველთვის სირცხვილს ვგრძნობ, თითქოს და ვაცდუნებ იმათ, რომლებიც ჩემზე ფიქრობენ, რომ ღვთისმოსაობის გამო უარს ვამბობ ბანაობაზე. რას ნიშნავს ეს, ჩემო მამაო? იხილეთ სრულად
777. ავად ვარ და ექიმმა აბანოში წასვლა მიბრძანა, ხომ არ შევცოდავ ამით? და ვეჩვენო ექიმს თუ არა?
776. როდესაც რაღაცას უსამართლოდ ვაკეთებ და შემდეგ გამოსწორებას ვიწყებ, აზრებში ვქედმაღლობ და ასე მგონია, თითქოს რაღაც სიკეთეს ვაკეთებ. რა უნდა ვუპასუხო აზრებს ასეთ შემთხვევაში?
775. როდესაც ჩვენს ვენახში ყურძენს ვკრეფთ, ვიღაცეები მიდიან და ნარჩენებს წყვეტენ. შეუფერებელი ხომ არ იქნება, თუ მათ ვენახში შესვლას ავუკრძალავ? თუ მტევნების მოპარვაში დავეჭვდი, ხომ არ მოვიძიო ისინი? მიგნების შემთხვევაში, სხვებმაც რომ იგივე არ გააკეთონ, წამოვიღო მტევნები თუ არა? რამეთუ ვშფოთავ ამის გამო იხილეთ სრულად
774. ჩემი ხორციელი მამა ხშირად ხორციელ საჭიროებებზე მესაუბრება, რასაც სულიერი სარგებელი არ მოაქვს. როდესაც ვუსმენ, ვწუხდები, მაგრამ ასეთი საუბარი რომ შევაწყვეტინო ვერ ვბედავ. როგორ მოვიქცე?
771. ერში მყავს ახლობლები. ზოგი მათგანი წარჩინებულია და აქ იმყოფება, ხოლო სხვები მდაბიონი არიან და აქედან შორს ცხოვრობენ, თუმცა ზოგჯერ ჩვენს სანახავად მოდიან. მათი მოსვლის დროს თუ ვინმე მკითხავს, ვინ არიან ისინი, სიმართლე ვუთხრა, თუ გავჩუმდე? რადგან, თუ ვეტყვი, ეს გაანაწყენებს აქაურ ახლობლებს, რომლებსაც ამის გამო ღირსების შელახვისა რცხვენიათ იხილეთ სრულად