ვნებები - ციტატები, გამონათქვამები
ვნებები - ციტატები, გამონათქვამები ვნებები, გამონათქვამები, ციტატები
ბოროტი აზრებისა და წარმოდგენების თავიდან მოშორებისას არ უნდა ვიყოთ ნელთბილნი, რადგან ყოველი ცოდვა მათგან იღებს სათავეს. მაშასადამე, თუ გულმოდგინედ ამოვძირკვავთ ბოროტ აზრებსა და წარმოდგენებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ვნებებისგან განწმენდი... იხილეთ სრულად
69. ვინც არ უწყის სულიერი გზით სვლა, ამგვარი ვინმე უგულისყუროა ვნებადი გულისზრახვების მიმართ და ხორცისკენ აქვს მთელი ყურადღება, რის გამოც ან ნაყროვანებს და აღვირახსნილია, ან კიდევ მწუხარებს, მრისხანებს და ბოროტმეხსიერია, ამით კი ა... იხილეთ სრულად
ვნებებიდან მომდინარე გულისსიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ, სრულებით უგულებელყავი ისინი, რადგან ბოროტის სისაძაგლე სახეზე აწერიათ.
შვილო, გისურვებ წინ აღუდგე ეგოისტურ და ამპარტავნულ გულისსიტყვებს, რადგან ყველა ბოროტი ვნება მათგან და მათი მსგავსი ვნებებისგან იღებს სათავეს და საწყალ ადამიანს დასაღუპავად უბიძგებს უფსკრულისკენ.
როგორც არ უნდა გაშმაგდეს ვნებების ზღვა და მის ტალღებს ჩვენი ჩაძირვის ძალა ჰქონდეს, ჩვენ უფალზე დავამყაროთ იმედი და მაშინ ტალღები საპნის ბუშტებივით შეენარცხება იესოს მიმართ სასოებისა და სიყვარულის კლდეს.