ღვთის უარყოფა, უღმერთობა - ციტატები, გამონათქვამები ღვთის უარყოფა, უღმერთობა, გამონათქვამები
ადამიანის მიმართ სიძულვილით გამსჭვალული კაცი მკვლელობას ჩაიფიქრებს. რამდენადაც ღვთის მოკვლა შეუძლებელია, მისდამი სიძულვილით დაბრმავებული ადამიანი მკვლელობის მაგივრად იმასღა მოიფიქრებს, რომ თავს მის თანასწორად თვლის - უარყოფს ღმერთ...
იხილეთ სრულად
ადამიანის მიმართ სიძულვილით გამსჭვალული კაცი მკვლელობას ჩაიფიქრებს. რამდენადაც ღვთის მოკვლა შეუძლებელია, მისდამი სიძულვილით დაბრმავებული ადამიანი მკვლელობის მაგივრად იმასღა მოიფიქრებს, რომ თავს მის თანასწორად თვლის - უარყოფს ღმერთს, რაც ფაქტობრივად, თვითმკვლელობის ტოლფასია.
link
საყვარელო, რას მიაგებ ღმერთს ასეთი სიყვარულის სამაგიეროდ? უფალს მხოლოდ ერთი სურს: შეუერთდეს შენს ცოდვილ სულს, შენ კი არ გსურს შეერთება მასთან - ყოველივეზე აღმატებულ მადლთან. შემოქმედი ასეთ მხურვალე სიყვარულს ავლენს, ფერფლი კი - ას...
იხილეთ სრულად
საყვარელო, რას მიაგებ ღმერთს ასეთი სიყვარულის სამაგიეროდ? უფალს მხოლოდ ერთი სურს: შეუერთდეს შენს ცოდვილ სულს, შენ კი არ გსურს შეერთება მასთან - ყოველივეზე აღმატებულ მადლთან. შემოქმედი ასეთ მხურვალე სიყვარულს ავლენს, ფერფლი კი - ასეთ სიცივეს! უფალმა ინება შენში დავანება და შენ თავის ტაძრად გაქცია, შენ კი, უმადური ქმნილება, მას კარებს უხურავ და არ გსურს იგი შენში შემოუშვა. ასეთი უმადურობის გამოვლინებით ემსგავსები იმ ებრაელებს, რომლებმაც უდაბნოში მო...
link
უღმერთო, მოძულე და მადევარი უფლის ჭეშმარიტებისა აძაგებს სულს. თვითმკვლელი, სიცოცხლის მოძულე და საკუთარ თავში მისი მკვლელი აძაგებს სულს, რამეთუ სულიწმიდა იწოდება ჭეშმარიტების სულად და სიცოცხლის მომნიჭებელად. სახარებაში იოანესაგან დ...
იხილეთ სრულად
უღმერთო, მოძულე და მადევარი უფლის ჭეშმარიტებისა აძაგებს სულს. თვითმკვლელი, სიცოცხლის მოძულე და საკუთარ თავში მისი მკვლელი აძაგებს სულს, რამეთუ სულიწმიდა იწოდება ჭეშმარიტების სულად და სიცოცხლის მომნიჭებელად. სახარებაში იოანესაგან დაწერილია, რომ უფალმა იესო ქრისტემ სამჯერ უწოდა სულიწმიდას ჭეშმარიტების სული (იოანე 14, 17; 15, 26; 16, 13). ვინც განდგომილი აბუჩად იგდებს ჭეშმარიტებას, იგი განეშორება სულიწმიდას და დასცინის მას. რამეთუ იგია – სული და ჭეშ...
link
ვინაა ცრუ, თუ არა ის, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ესაა ანტიქრისტე, მამის და ძის უარმყოფელი.
ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ჰყავს; და ვინც აღიარებს ძეს, მამაცა ჰყავს.
თ. 2-3
ჩვენს ეპოქაში ადამიანების უმრავლესობა უსულოდაა აღზრდილი და „უდიდესი ერული სისწრაფით მიექანებიან. მაგრამ, რამდენადაც მათ არა აქვთ შიში ღმრთისა, ხოლო არს „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა“, ამდენად მათ არ აქვთ მუხრუჭი და ამგვარი სისწრ...
იხილეთ სრულად
ჩვენს ეპოქაში ადამიანების უმრავლესობა უსულოდაა აღზრდილი და „უდიდესი ერული სისწრაფით მიექანებიან. მაგრამ, რამდენადაც მათ არა აქვთ შიში ღმრთისა, ხოლო არს „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა“, ამდენად მათ არ აქვთ მუხრუჭი და ამგვარი სისწრაფით, დაუმუხრუჭებლად სრბოლას ისინი უფსკრულში დაასრულებენ ხოლმე. ადამიანები მეტად აღგზნებულნი არიან სირთულეების გამო და უმეტესწილად გამოთაყვანებამდე არიან მისულნი. მათ საკუთარი ორიენტირი დაკარგეს და თანდათანობით იქამდე მი...
link
უღმრთონი ამქვეყნად ყველაზე უბედური ხალხია: ეს ცხოვრება ხომ ასე სწრაფწარმავალია, ხოლო მარადიული ცხოვრება დაუსრულებელია. ახლა ისინი ჯიუტად ეწინააღმდეგებიან სიმართლეს, ზოგიერთი აშკარად დევნის მას, მაგრამ როცა მიწიერ თვალს დახუჭავენ დ...
იხილეთ სრულად
უღმრთონი ამქვეყნად ყველაზე უბედური ხალხია: ეს ცხოვრება ხომ ასე სწრაფწარმავალია, ხოლო მარადიული ცხოვრება დაუსრულებელია. ახლა ისინი ჯიუტად ეწინააღმდეგებიან სიმართლეს, ზოგიერთი აშკარად დევნის მას, მაგრამ როცა მიწიერ თვალს დახუჭავენ და გაეხსნებათ სულიერი ხედვა, საშინელი იქნება მათი გამოფხიზლება. განა სიბრალულის ღირსი არ არიან ისინი?
link
კაცი, რომელიც განეშორება ზეციერსა მამასა, აიგდებს უღელსა საღმრთოისა სჯულისასა, დაგლახავდება, დაეცემა და დამახინჯდება სულიერად, მოაკლდება ყოველსა სულიერსა ნიჭსა და მადლსა ღვთისაგან მინიჭებულსა, და დაემზგავსება უწმინდურსა პირუტყვსა.
არის კიდევ ერთი სახე ქრისტეს უარისყოფისა, ანუ ღალატობისა, ყოველთა უსაშინელესი და უმძიმესი. ის, როდესაც კაცი იქცევა ფარისევლობით, ესე იგი, თუმცა მის გულში სრულიად არ არის იესო ქრისტეს სიყვარული და მორიდება, გარნა ბაგითა თვისითა და ...
იხილეთ სრულად
არის კიდევ ერთი სახე ქრისტეს უარისყოფისა, ანუ ღალატობისა, ყოველთა უსაშინელესი და უმძიმესი. ის, როდესაც კაცი იქცევა ფარისევლობით, ესე იგი, თუმცა მის გულში სრულიად არ არის იესო ქრისტეს სიყვარული და მორიდება, გარნა ბაგითა თვისითა და გარეშეობითა ატყუებს ქვეყანას და გამოაჩენს თავსა თვისსა ქრისტეს ერთგულ მსახურად.
link
სიტყვით უარისყოფა არის უფრო მცირე ცოდვა, ვიდრე საქმით. უარისყოფა ანუ ღალატობა ქრისტესი საქმით მრავალფერად აღსრულდება. უარისმყოფელი არის ქრისტესი ყოველი ქრისტიანე, რომელი დიდ ყურადღებას არ ხმარობს მისის სჯულის აღსრულებაზე, რომელი ა...
იხილეთ სრულად
სიტყვით უარისყოფა არის უფრო მცირე ცოდვა, ვიდრე საქმით. უარისყოფა ანუ ღალატობა ქრისტესი საქმით მრავალფერად აღსრულდება. უარისმყოფელი არის ქრისტესი ყოველი ქრისტიანე, რომელი დიდ ყურადღებას არ ხმარობს მისის სჯულის აღსრულებაზე, რომელი არ ცდილობს ღირსი შეიქმნეს ქირსტეს სახელისა, გააუმჯობესოს თვისი სულიერი მოქალაქეობა; უარჰყოფს საქმით ქრისტესა კაცი დაუდგრომელი, რომელი არის დამონებული ვნებათა და არ ასრულებს ქრისტეს ბრძანებასა.
link
საუბედუროდ ჩვენდა, ვხედავთ ამ ჩვენ დროებაში, ზოგიერთთა საცოდავთა ქრისტიანეთა, რომელთა არ ეშინიათ უარისყოფა წინაშე კაცთა უფლისა იესო ქრისტესი, სასიქადულოთ მიაჩნიათ წინააღმდეგობა და უარისყოფა სახარებისა, საზოგადოებასა შინა დიდსა, ცხ...
იხილეთ სრულად
საუბედუროდ ჩვენდა, ვხედავთ ამ ჩვენ დროებაში, ზოგიერთთა საცოდავთა ქრისტიანეთა, რომელთა არ ეშინიათ უარისყოფა წინაშე კაცთა უფლისა იესო ქრისტესი, სასიქადულოთ მიაჩნიათ წინააღმდეგობა და უარისყოფა სახარებისა, საზოგადოებასა შინა დიდსა, ცხადად გამოაჩენენ თავსა თვისსა მოღალატედ სჯულისა და მით ჰგონებენ დაამტკიცონ თვისი ჭკუა და სწავლა... უკუნ ვაქციოთ ჰაზრი ჩვენი ესრეთთა საბრალოთა კაცთა, შემარხცვენლთა მათისა ტომისა და შთამომავლობისა.
link