სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება - ციტატები, გამონათქვამები
სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება - ციტატები, გამონათქვამები სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება
ლოცვით ადამიანის მთელი არსება განიწმინდება. ეს ერთადერთია, რასაც ვერ მიაღწევს ის, ვინც სისხლის დათხევამდე არ იბრძოლებს.
სული, რომელიც გონიერად ლოცულობს, სძულს და უგულებელყოფს სხვადასხვა მზაკვარ გულისსიტყვებს, დროთა განმავლობაში განიწმინდება და უბიწო ხდება.
ყველაზე დიდი ტაძარი, სადაც სიხარულით იმკვიდრებს ღმერთი, მისივე ხელით ნატიფად შექმნილი ჩვენი არსება, ჩვენი სულია, თუ ის წმინდაა.
როცა სულის სიწმინდეზე ვიზრუნებთ, მასში დამკვიდრდება ღმერთი დიდებისა და სული იქცევა უფლის წმინდა, ბრწყინვალე ტაძრად, რომელიც ღვთისადმი უწყვეტი ლოცვის საკმევლის სურნელებას აფრქვევს.