მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
ილოცე, რომ უფალმა მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრე გაგიმრავლოს, ამ საგანძურით კი სხვებსაც გაამდიდრებ.
ნურაფერზე დამწუხრდები გარდა იმისა, რომ ზოგიერთ საკითხში მოუთმენლობას იჩენ, რითაც კარგავ საუკუნო სასყიდელს და ლოცვაში კადნიერებას ღვთის წინაშე.
ბრძოლა მცირე არ არის, არც ერთ დღეში მთავრდება და ჩვენს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გაგრძელდება. ამიტომ, მოდით, ჩვენი იესოს უტკბესი სახელით აღვიჭურვოთ, რომ ეშმაკისთვის ჩვენს გულში ადგილი არ დარჩეს. მაგრამ იესოს ხსოვნა რომ გვქონდეს, ამ... იხილეთ სრულად
გისურვებ, უფალმა მოგცეს მოთმინება, განათლება, გულისხმისყოფა და ჯანმრთელობა, რომ სიბრძნითა და სიმშვიდით შეძლო ძმობის ხომალდის მართვა. შფოთი არასოდეს შეწყდება, რადგან არსებობს ეშმაკი, რომელიც მუდმივად თავს გვესხმის თავისი ბოროტებით.... იხილეთ სრულად
ერთადერთი, რაც უნდა შევძლოთ, არის ლოცვა, რომ ღმერთმა მოგვცეს მოთმინება, რათა ჩვენი მოვალეობის შესაბამისად ვიტვირთოთ მათი უძლურებები, ვის გამოც პასუხისმგებლობას ვატარებთ.
ყველა ბოროტებაში სიკეთის მარცვალი იმალება. ამიტომ მოითმინე და მოწამეობად ჩაგეთვლება.
მოითმინე, შვილო, ღმერთმა, რომელმაც ეს სნეულება მოგცა, იცის, რომ ამაში დიდი სარგებელია დაფარული.