სიმართლე - ციტატები, გამონათქვამები
სიმართლე - ციტატები, გამონათქვამები სიმართლე, გამონათქვამები, ციტატები
და გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს შუადღესავით.
დაემორჩილე უფალს და დაემონე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს.
ფსალმუნნი 34-36
შემწყნარებლობას, სიმართლესა და სიყვარულს შეუძლიათ და ვალდებულნი არიან, რომ შეერთდნენ.
მართალნი სრული თანაზიარნი შეიქნებიან სამარადისო ნეტარებისა და დიდებისა, ხოლო ცოდვილნი საუკუნოდ იქნებიან უფალ ღმერთისგან განდევნილნი.
ნუ ეცდები, მართალი გამოჩნდე, მაგრამ ასეთი იყავი. რამეთუ ცნობილია, რომ არასოდეს არ არის მართალი ის, ვინც ცდილობს, მართალი გამოჩნდეს.
მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება და მათი მშვილდები შეიმუსრება. მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს. რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია. იცის უფალმა დღენი უცოდველთა, დ... იხილეთ სრულად
წრფელებს მათი უმწიკვლოება წარუძღვება, ვერაგებს კი დაღუპავს მათი ცხოვრება. არავის არგებს სიმდიდრე რისხვის დღეს, სიმართლე კი იხსნის სიკვდილისაგან. უმწიკვლო კაცს სიმართლე უსწორებს გზას, უკეთური კი თავისი უკეთურებით დაეცემ... იხილეთ სრულად
ჩვენ მკვდრები ვართ სიმართლისათვის და სამწუხაროდ ცოცხლები ვართ სიბნელისათვის. ჩვენ გულგრილად ვართ განწყობილი ჩვენი სულის ხსნის საქმისადმი, რწმენის განმტკიცებისადმი, მაშინ, როცა მაცხოვრის მცნება მოგვიწოდებს, გვშიოდეს და გვწყუროდეს ს... იხილეთ სრულად
ღმერთმა ადამიანი მართალი, უცოდველი, წმინდა შექმნა; ადამიანისთვის სულიერი საკვები იყო სიმართლე ანუ სიმართლის წყარო - უფალი ღმერთი. ღმერთთან ერთობაში ადამიანმა არ იცოდა შიმშილი და წყურვილი სიმართლისა, რადგან ჭარბად ჰქონდა იგი. შიმშ... იხილეთ სრულად
სიმართლის მთქმელი სიტყვას თავადაც უნდა ღებულობდეს, როგორც ღვთისაგან; რამეთუ ჭეშმარიტება მთქმელის საკუთრება კი არ არის, არამედ მოქმედი ღმერთისა.