ჩვენი ბუნება თიხისაა, მიწას ესწრაფვის და ყოველივე საძაგელს ეძიებს; ვიცით, რომ ადამიანის გონება სიყრმიდანვე ბოროტებისკენ არის მიდრეკილი. „რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობა კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით" (დაბ. 8. 2...
იხილეთ სრულად
ჩვენი ბუნება თიხისაა, მიწას ესწრაფვის და ყოველივე საძაგელს ეძიებს; ვიცით, რომ ადამიანის გონება სიყრმიდანვე ბოროტებისკენ არის მიდრეკილი. „რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობა კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით" (დაბ. 8. 21). ჩვენ შიგნით ვხედავთ სჯულს, რომელიც ჩვენი თავისუფალი ნების დამორჩილებას ცდილობს, რათა ცოდვის მონად აქციოს იგი (რომ. 7, 23).
ეს სხეული, რომელიც მიწა და სიმყრალეა, ღვთის დიდების სწორი, ანგელოზებრივი ყოფის ღირსი გახდება! ახლა ადამიანები ანგელოზებთან – წმინდა სულიერ არსებებთან – შედარებით ნივთიერნი არიან. ანგელოზებს კი ღმერთთან შედარებით რაღაც „ნივთიერი“ გ...
იხილეთ სრულად
ეს სხეული, რომელიც მიწა და სიმყრალეა, ღვთის დიდების სწორი, ანგელოზებრივი ყოფის ღირსი გახდება! ახლა ადამიანები ანგელოზებთან – წმინდა სულიერ არსებებთან – შედარებით ნივთიერნი არიან. ანგელოზებს კი ღმერთთან შედარებით რაღაც „ნივთიერი“ გააჩნიათ. ისინი არ არიან წმინდა სულიერი არსებები, როგორც ღმერთი, რომელიც შეუხებელი ნათელია. მაშინ ადამიანებიც ასე ანგელოზებრივნი გახდებიან. მაშინ ეკლესიურ მორწმუნეთა სიმრავლე ქრისტეს შეუერთდება. რა გულთბილად და მამობრივად...
იფიქრე იმაზე, რომ ადამიანი ყვავილივით ჭკნება და სიზმარივით ქრება, იმაზეც, რომ საყვირის ხმაზე ყველა მკვდარი, როგორც მაშინ, როცა მიწა იძრა, აღდგება ქრისტეს შესახვედრად“. როცა მომავალი საუკუნის კარი გაიხსნება და ახლანდელი ქვეყანა გან...
იხილეთ სრულად
იფიქრე იმაზე, რომ ადამიანი ყვავილივით ჭკნება და სიზმარივით ქრება, იმაზეც, რომ საყვირის ხმაზე ყველა მკვდარი, როგორც მაშინ, როცა მიწა იძრა, აღდგება ქრისტეს შესახვედრად“. როცა მომავალი საუკუნის კარი გაიხსნება და ახლანდელი ქვეყანა განადგურდება, ჩვენი ადამიანური ბუნება პირვანდელ მდგომარეობაში აღდგება. უფალმა „გარდაცვალნეს ხორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რათა იყვნენ იგინი თანახატ ხორცთა მათ დიდებისა მისისათა“. ჩვენი ბუნება, რომელიც ჩვენთან ერთად ოხრავ...
ადამიანი თავისი დაცემული ბუნებით ცოდვისკენაა მიდრეკილი და შეიძლება ის, ნებით თუ უნებლიედ, სხვადასხვა ცოდვაში ჩავარდეს, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მონანიებისა და გამოსწორების სურვილი, რწმენა უფლისა და ღმერთი აუცილებლად დაეხმარება და მ...
იხილეთ სრულად
ადამიანი თავისი დაცემული ბუნებით ცოდვისკენაა მიდრეკილი და შეიძლება ის, ნებით თუ უნებლიედ, სხვადასხვა ცოდვაში ჩავარდეს, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მონანიებისა და გამოსწორების სურვილი, რწმენა უფლისა და ღმერთი აუცილებლად დაეხმარება და მიანიჭებს მაცხოვნებელ მადლს.
დაკარგეს ადამმა და ევამ სამოთხე და ღმერთი, როგორც ნეტარების უშრეტი წყარო და მიწიერი ყოფით მიიღეს ის, რაც მათს დაცემულ სულიერ მდგომარეობას შეეფერებოდა. ცოდვით დაცემის შემდგომ ადამიანებში გაჩნდა ბედნიერებისა და სიამოვნების მიღების ს...
იხილეთ სრულად
დაკარგეს ადამმა და ევამ სამოთხე და ღმერთი, როგორც ნეტარების უშრეტი წყარო და მიწიერი ყოფით მიიღეს ის, რაც მათს დაცემულ სულიერ მდგომარეობას შეეფერებოდა. ცოდვით დაცემის შემდგომ ადამიანებში გაჩნდა ბედნიერებისა და სიამოვნების მიღების სხვადასხვაგვარი მოთხოვნილებანი, რაც დროთა განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა უმთავრესი ყოველთვის მაინც იყო სიმდიდრის დაგროვების სურვილი, პატივმოყვარეობა, სიამეთმოყვარეობა, თანამდებობისკენ სწრაფვა, აზარტული თამაშობანი, მრუშობა,...
საერთოდ, ადამიანი ნეტარებისათვის არის ღვთისგან შექმნილი. ამიტომაც ბედნიერებისა და სიამოვნებისაკენ ლტოლვა მისი ბუნებრივი თვისება და სურვილია; ბედნიერება და სიამოვნება კი, სიყვარულს უკავშირდება. ნებისმიერ პიროვნებას ყველაზე მეტ...
იხილეთ სრულად
საერთოდ, ადამიანი ნეტარებისათვის არის ღვთისგან შექმნილი. ამიტომაც ბედნიერებისა და სიამოვნებისაკენ ლტოლვა მისი ბუნებრივი თვისება და სურვილია; ბედნიერება და სიამოვნება კი, სიყვარულს უკავშირდება.ნებისმიერ პიროვნებას ყველაზე მეტად უყვარს ის, რაც ყველაზე მეტად სურს და ყველაზე მეტად სურს ის, რაც მას ყველაზე მეტ სიამოვნებას, სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებს.ვიდრე ადამი და ევა სამოთხეში მყოფობდნენ მათი ნეტარება ღმერთთან კავშირიდან მომდინარეობდა. ღმერთთან...