შეურაცხყოფა, ლანძღვა - ციტატები, გამონათქვამები
479. ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა და ის მას მართალი საქმეების კეთებას არ აიძულებს; ჰოდა, ამიხსენი ჩემო მამაო, ამის შემდეგ, რატომ ეხმარება ის შეურაცხყოფილს და, ამავე დროს: „შეურაცხ-ჰყვნის გულის სიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ჰყვნის ზრახვანი მთავართანი (ფსალ. 32. 10)? ილოცე ჩემთვის, რომ ეშმაკისეულ ურწმუნოებას გავექცე და ყურად ვიღო თქვენი სულიერი სწავლებები იხილეთ სრულად
ნება რომ მქონოდა, შემეცნებითი გაკვეთილები მეძებნა გართობის ამქვეყნიურ სკოლაში, ვიკითხავდი, რა იწვევს ცოცხალ თანამონაწილეობას, რა შეძრავს და აძრწუნებს მაყურებელს დრამატულ სცენაზე? დარწმუნებული ვარ, რომ მათ განაცვიფრებს არა - ბედნიე... იხილეთ სრულად
უშვერობას ნუ მიაჩვევ შენს პირს, რადგანაც მასშია მიზეზი ცოდვისა. გახსოვდეს დედ-მამა, როცა დიდებულთა შორის ზიხარ, რათა თავი არ დაგავიწყდეს მათ წინაშე და ჩვეულების მიხედვით სისულელე არ ჩაიდინო; მაშინ ინატრებ, რომ არ დაბადებულიყ... იხილეთ სრულად
ჩვენ ნაკლებად უნდა ვიფიქროთ იმ შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც ადამიანებმა მოგვაყენეს, თუკი მათდამი მორჩილება ღმერთს შეურაცხყოფდა.
ყველა, ვინც შეურაცხგვყოფს, გვლანძღავს და ცილს გვწამებს ჩვენი ძმაა, ბოროტმოქმედის, სატანის ხელში ჩავარდნილი ძმა. თუ ეს ძმა შეგხვდა, იგლოვე, ცრემლი დაღვარე მისთვის, თან უფალს შესთხოვე, გიშველოს ამ განსაცდელში და მიუტევოს ჩვენს ძმას... იხილეთ სრულად
სიმდაბლეს ის კი არ გამოიჩენს, ვინც თავს თვითონ იმდაბლებს (რამეთუ ვინ არ მოითმენს შეურაცხყოფას საკუთარი თავისაგან), არამედ ის, ვინც გინებას მოითმენს და მაგინებელთა მიმართ სიყვარულს შეინარჩუნებს
მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის.
დიდია ის კაცი, რომელიც გინებას სიხარულით აიტანს, ხოლო წმინდა და პატიოსანია, ვინც ქებას უვნებელი გადაურჩება.
სიმშვიდე არის გონების ისეთი წყობა, როდესაც ადამიანი ერთნაირია მაშინაც, როდესაც მას პატივს სცემენ და მაშინაც, როდესაც მას არ სცემენ პატივს და ყოველთვის გულწრფელად ლოცულობს თავისი შეურაცხმყოფელისათვის.