ღვთის სათნო ყოფისათვის - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის სათნო ყოფისათვის - ციტატები, გამონათქვამები ღვთის სათნო ყოფისათვის, გამონათქვამები
ის, რაც უფლის განგებით ჩვენს თავს ხდება, ყოველთვის უდიდესი სიბრძნითა და მადლითაა აღვსილი და არსებითად საჭიროებისამებრ ჩვენივე სარგებლობისათვის ხორციელდება და არა ჩვენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ანდა ღვთისათვის უღირსი სხ... იხილეთ სრულად
თუკი სული კაცისა კეთილმსახური და ღვთის სათნომყოფელი ცხოვრებით არ იცხოვრებს, მისთვის არავითარი სარგებლობა არ ექნება მეცნიერებათა შესწავლას. ყველა ბოროტების მიზეზი კი შეცდომილება, საცთური და ღმერთის უცნობელობაა.
ჭეშმარიტ მონანულს უგუნურები დასცინიან და მისთვის ეს არის ნიშანი იმისა, რომ სათნო ეყო ღმერთს.
ჭეშმარიტი მონანული არ მიიჩნევს, რომ მისი შრომა წარსული ცოდვის სანაცვლოა, არამედ ამით ღმერთს აცოდებს თავს.
მრისხანე ადამიანი, მკვდარიც რომ აღადგინოს, ღვთისთვის სათნო არ იქნება
როგორც გაუნათლებელ ადგილას ყველაფერი ბნელი და წყვდიადში ჩაფლულია, ასევე იქ, სადაც არ არის თავმდაბლობა, ყველა ჩვენი საქმე და წამოწყება, რომლითაც გვინდა, რომ ღმერთს სათნოვეყოთ, ამაო და არარაობაა.
ადამიანები სიმდიდრეს ანიჭებენ უპირატესობას, ღვთისთვის კი თავმდაბალი სულია სათნო.
არაფერი ისე არ სათნოჰყოფს ადამიანს ღვთის წინაშე, როგორც - მოწყალება
აუცილებელია სიფხიზლე. რასაც უნდა აკეთებდეს ადამიანი, იგი ამას ღვთისათვის უნდა აკეთებდეს. ჩვენ ვივიწყებთ ღმერთს და შემდეგ ჩაერთვება აზრი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებთ, ჩაერთვება კაცთმოთნეობა და ვცდილობთ, თვალში არ მოვხვდეთ ადამ... იხილეთ სრულად