თავმდაბლებს სიბრძნე და გულისხმისყოფა მიეცემათ, ამპარტავნები კი ბოროტ და გადაგვარებულ სინდისს შეიძენენ. ისინი ვერც წმინდა წერილსა და წმინდა მამათა სწავლებას იგებენ სწორად, რადგან არ აქვთ სიმდაბლე, სუფთა და ღვთით განათლებულ სინდისთა...
იხილეთ სრულად
თავმდაბლებს სიბრძნე და გულისხმისყოფა მიეცემათ, ამპარტავნები კი ბოროტ და გადაგვარებულ სინდისს შეიძენენ. ისინი ვერც წმინდა წერილსა და წმინდა მამათა სწავლებას იგებენ სწორად, რადგან არ აქვთ სიმდაბლე, სუფთა და ღვთით განათლებულ სინდისთან ერთად.
27. ღმერთს, როგორც თავისთავად არსებულს, თავისთავად კეთილსა და ბრძენს, ანდა უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, როგორც ყველაზე უზენაეს არსებას, არაფერი გააჩნია საპირისპირო. მაგრამ ქმნილებებს, როგორც მხოლოდ თანაზიარობითა და მადლის წყალობით არსე...
იხილეთ სრულად
27. ღმერთს, როგორც თავისთავად არსებულს, თავისთავად კეთილსა და ბრძენს, ანდა უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, როგორც ყველაზე უზენაეს არსებას, არაფერი გააჩნია საპირისპირო. მაგრამ ქმნილებებს, როგორც მხოლოდ თანაზიარობითა და მადლის წყალობით არსებულთ, თვით ყველაზე გონიერთ და სიკეთისა და სიბრძნის მადლის მქონეთაც კი, გააჩნია საპირისპირო, კერძოდ, ყოფნა და არყოფნა, სიკეთისა და სიბრძნის ნიჭი და ბოროტება და უმეცრება. მათი მარადიულობა და არყოფნა შემოქმედს ხელეწიფება, ხ...
25. როცა ღმერთმა გონიერი და ჭკვიანი არსებანი თავისი უდიდესი სიკეთით არსად მოიყვანა, ამ ქმნილებებს დასაფარავად, დასაცავად და სახსნელად შემდეგი ოთხი ღვთიური თვისება მიანიჭა: არსებობა, მარადიულობა, სიკეთე და სიბრძნე. ამათგან პირველი ...
იხილეთ სრულად
25. როცა ღმერთმა გონიერი და ჭკვიანი არსებანი თავისი უდიდესი სიკეთით არსად მოიყვანა, ამ ქმნილებებს დასაფარავად, დასაცავად და სახსნელად შემდეგი ოთხი ღვთიური თვისება მიანიჭა: არსებობა, მარადიულობა, სიკეთე და სიბრძნე. ამათგან პირველი ორი არსებობისათვის მიანიჭა, ხოლო ბოლო ორი ზნეობრივი ნიჭის სახით, არსებობისათვის - არსებობა და მარადიულობა, ხოლო ზნეობრივი ნიჭის სახით - სიკეთე და სიბრძნე, რათა ქმნილება ამით იმის თანაზიარი გამხდარიყო, რაც თავად ღმერთია. ...