ახალი აღთქმა, სახარება - ციტატები, გამონათქვამები ახალი აღთქმა, სახარება, გამონათქვამები
დაფიქრდი სახარების ამ ზეციური მასწავლებლის სწავლების, განსაკუთრებით მისი მთაზე ქადაგების შესახებ, რომელიც მათე მახარებელმა ჩაიწერა: "და ვითარცა იხილა იესო ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ... და აღაღო პირი თვისი, ასწავებდა მა...
იხილეთ სრულად
დაფიქრდი სახარების ამ ზეციური მასწავლებლის სწავლების, განსაკუთრებით მისი მთაზე ქადაგების შესახებ, რომელიც მათე მახარებელმა ჩაიწერა: "და ვითარცა იხილა იესო ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ... და აღაღო პირი თვისი, ასწავებდა მათ და ეტყოდა" (მათე 5, 12), და დაფიქრდი ღვთაებრივი სწავლების მომდევნო სამ თვისებაზე: სიმაღლეზე, ჭეშმარიტებასა და სარგებელზე.
link
როდესაც სახარების წაკითხვას აპირებ და გადაშლი მას, ეს ისე გააკეთე, თითქოს ზეცას ხსნიდე, რამდენადაც ეს წიგნი, უდიდესი ღვთისმოშიშებით დაწერილი, თავის თავში თვით ქრისტეს სწავლებას შეიცავს. წმიდა იოანე ოქროპირი ასე წერს ამის შესახებ: ...
იხილეთ სრულად
როდესაც სახარების წაკითხვას აპირებ და გადაშლი მას, ეს ისე გააკეთე, თითქოს ზეცას ხსნიდე, რამდენადაც ეს წიგნი, უდიდესი ღვთისმოშიშებით დაწერილი, თავის თავში თვით ქრისტეს სწავლებას შეიცავს. წმიდა იოანე ოქროპირი ასე წერს ამის შესახებ: "წმიდა წერილის კითხვა ზეცის გახსნაა" (მეორე სიტყვა ესაიას მიმართ). ის ისე წაიკითხე, თითქოს თვით უფალი გასწავლიდეს. როდესაც მის სიტყვებს კითხულობ, არანაირ შიშს არ გრძნობ, ამ შიშს კი ძალიან ძლიერად განიცდიდა სასტიკი გულის ...
link
კიდევ რა შეეძლო, გაეკეთებინა ჩვენთვის ჭეშმარიტებას იმაზე მეტი, რომელიც ჰიპოსტასურად განგვეცხადა და ჭეშმარიტება გვაუწყა? "მე ვარ ჭეშმარიტება" (იოანე 14, 6). სხვა რა საშუალებით გამოეხატა ჩვენს ტკბილ მასწავლებელს ჩვენთვის თავისი სიყვ...
იხილეთ სრულად
კიდევ რა შეეძლო, გაეკეთებინა ჩვენთვის ჭეშმარიტებას იმაზე მეტი, რომელიც ჰიპოსტასურად განგვეცხადა და ჭეშმარიტება გვაუწყა? "მე ვარ ჭეშმარიტება" (იოანე 14, 6). სხვა რა საშუალებით გამოეხატა ჩვენს ტკბილ მასწავლებელს ჩვენთვის თავისი სიყვარული, თუ არა იმ შრომით, რომელიც მან გასწია. იგი ადიოდა და ჩამოდიოდა მთებზე, თავისი ფეხით მოიარა მთელი იუდეა; მას ერგო ამდენი უპატიობა – მას უწოდებდნენ ღორმუცელასაც, მემთვრალესაც, შეპყრობილსაც, და ეს ყველაფერი იმისათვის,...
link
იფიქრე, საყვარელო, იმის შესახებ, რომ სახარების მასწავლებელი, იესო ქრისტე, ყველა მასწავლებელთა და მოძღვართა მასწავლებელია. მხოლოდ ისაა ერთადერთი ღმერთი და მასწავლებელი, როგორც ღამით მასთან მისულმა ნიკოდიმოსმა უწოდა: "რაბი, უწყით, რ...
იხილეთ სრულად
იფიქრე, საყვარელო, იმის შესახებ, რომ სახარების მასწავლებელი, იესო ქრისტე, ყველა მასწავლებელთა და მოძღვართა მასწავლებელია. მხოლოდ ისაა ერთადერთი ღმერთი და მასწავლებელი, როგორც ღამით მასთან მისულმა ნიკოდიმოსმა უწოდა: "რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად" (იოანე 3, 2) და როგორც თვით უფალმა ბრძანა საკუთარი თავის შესახებ: "ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი ქრისტე" (მათე 23, 8). იგი სამყაროში მხოლოდ ჩვენს გამ...
link
სახარების სწავლება
ჭეშმარიტება მოკლედ, ლამის სიტყვაძუნწადაა მოცემული საღმრთო წერილში. შენც ნუ შეუდგები ვრცელ, სიტყვამრავალ კვლევა-ძიებას.
წმინდანები ნათლად გვაჩვენებენ, რა ძალა აქვს ქრისტეს სახარებას, როგორ ცვლის და განაბრწყინვებს იგი ადამიანის ბუნებას. მათ სიწმინდისა და სათნოების ყველა სახის მაგალითი მოგვცეს. უკეთუ სახარების მცნებებს ვემორჩილებით და ღმრთის შიშითა დ...
იხილეთ სრულად
წმინდანები ნათლად გვაჩვენებენ, რა ძალა აქვს ქრისტეს სახარებას, როგორ ცვლის და განაბრწყინვებს იგი ადამიანის ბუნებას. მათ სიწმინდისა და სათნოების ყველა სახის მაგალითი მოგვცეს. უკეთუ სახარების მცნებებს ვემორჩილებით და ღმრთის შიშითა და სასოებით ვცხოვრობთ, ჩვენც ვაღიარებთ ქრისტეს - წინაშე ყოველთა კაცთა, ხოლო თუ პირიქით ვიქცევით, მაშინ უფალს საქმით უარვყოფთ, რომელიც სიტყვით უარყოფაზე უარესია.
link
როცა მაცხოვარი გვეუბნება: მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა, ამით გვასწავლის, რომ ჩვენი გული და სული სახარებას დავუმორჩილოთ, ანუ ჩვენი შინაგანი სამყარო სახარების მცნებათა მიხედვით მოვაწესრიგოთ. რადგან, თუ ჩვენი შინაგანი ცხოვრება სახა...
იხილეთ სრულად
როცა მაცხოვარი გვეუბნება: მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა, ამით გვასწავლის, რომ ჩვენი გული და სული სახარებას დავუმორჩილოთ, ანუ ჩვენი შინაგანი სამყარო სახარების მცნებათა მიხედვით მოვაწესრიგოთ. რადგან, თუ ჩვენი შინაგანი ცხოვრება სახარებას დაემორჩილება, გარეგნული საქმეებიც კეთილი იქნება და ღმერთის სასუფეველში მთელი არსებით შევალთ. ერთადერთი პირობა, რომლითაც კაცს სასუფეველში შესვლა შეუძლია, სინანულია.
link
ო, ძმანო, გევედრებით, ღვთის გულისათვის, ერწმუნეთ სახარებას და წმიდა ეკლესიის დამოწმებას და თქვენ ჯერ კიდევ დედამიწაზე იგემებთ სამოთხისეულ ნეტარებას. ღმერთის სამეუფეო ხომ ჩვენს შიგნითაა, ჩვენშია. ღმერთის სიყვარული აძლევს სულს სამოთ...
იხილეთ სრულად
ო, ძმანო, გევედრებით, ღვთის გულისათვის, ერწმუნეთ სახარებას და წმიდა ეკლესიის დამოწმებას და თქვენ ჯერ კიდევ დედამიწაზე იგემებთ სამოთხისეულ ნეტარებას. ღმერთის სამეუფეო ხომ ჩვენს შიგნითაა, ჩვენშია. ღმერთის სიყვარული აძლევს სულს სამოთხეს.
link
ქრისტეს ყველა სახარება თავისი არსით წარმოადგენს ერთადერთ მეცნიერებას მშვიდობის შესახებ დედამიწის ზურგზე. როდესაც გაეცნობი მას, როგორ შეიძლება, არ დაეთანხმო, რომ მშვიდობა შედეგია სათნოებისა და არა - გამჭრიახობისა, რომ მშვიდობა მხოლ...
იხილეთ სრულად
ქრისტეს ყველა სახარება თავისი არსით წარმოადგენს ერთადერთ მეცნიერებას მშვიდობის შესახებ დედამიწის ზურგზე. როდესაც გაეცნობი მას, როგორ შეიძლება, არ დაეთანხმო, რომ მშვიდობა შედეგია სათნოებისა და არა - გამჭრიახობისა, რომ მშვიდობა მხოლოდ სათნოებით მიიღწევა და არასოდეს - მოხერხებულობით.
აიღეთ მაგალითად ოჯახი, რომელშიც ცოლ-ქმარი მშვიდობას ერთმანეთში მხოლოდ გამჭრიახი გონების მეშვეობით, სათნოების გარეშე ინარჩუნებს. განა შესაძლებელია ასეთ ოჯახში ხანგრძლივა...
link