ჯოჯოხეთი - ციტატები, გამონათქვამები
თუ გვეშინია დემონისა და ჯოჯოხეთისა, ისევე უნდა გვეშინოდეს შურისაც; რამეთუ იგი შინაური დემონია, რომელსაც შეუძლია, მოშურნის გულში მოიყვანოს ბოროტ სულთა ლეგიონები; ეს ჯოჯოხეთური ტანჯვაა, რომელიც ღვთის საშინელ სამსჯავრომდე აანთებს გეე... იხილეთ სრულად
თუ შური მწუხარებაა, მაშინ შურიანს იმდენი მწუხარება და სატანჯველი აქვს, რამდენიც სხვებს სხვადასხვა მადლი და სრულყოფილება. ეს დაავადება დასაწყისია მარადიული მწუხარებისა და განუწყვეტელი ტანჯვის წინდია. ეშმაკი ასევე იტანჯება და შურიან... იხილეთ სრულად
თქვენ, რომლებსაც ადამიანის ღირსებისთვის მიუღებლად მიგაჩნიათ ჯოჯოხეთის არსებობის დაჯერება! გამოიკვლიეთ თქვენი შინაგანი სამყარო ისეთ წუთებში, როდესაც თქვენი ამპარტავნული გეგმები საპნის ბუშტებივით სკდება და საკუთარ თავშივე დაინახავთ ... იხილეთ სრულად
ვისაც გამოუცდელობით სურს, შეიცნოს მუდმივი მოუსვენრობა, მისთვის მხოლოს საჭიროა ამპარტავანი იყოს და მაშინ იგი საკუთარი მხრებით ატარებს ნამდვილ ჯოჯოხეთს - მტანჯველ მისწრაფებას ადამიანთა პატივისცემის გამყინავი გრძნობისადმი, რომელსაც ვ... იხილეთ სრულად
მტკივნეულია ვნებასთან განშორება, მაგრამ იმაზე მეტად არა, ვიდრე მარადიული ტანჯვა.
ბოროტება ნაპერწკალს ჰგავს - ჩააქრე იგი. სხვაგვარად ხანძარი გაჩნდება და გეენიის ცეცხლში დაიწვები.
საყვარელო, გაურბიხარ ცეცხლს, რომ სხეული არ დაგწვას, მაგრამ გაექეცი ცოდვას, რათა შენი სხეული სულთან ერთად ჩაუქრობელ ცეცხლში არ დაიწვას.
ცოდვის ტყვე მაღალი და ციცაბო მთიდან ჩამომავალ ადამიანს ჰგავს: თავდაპირველად ჰორიზონტი ფართოა, თვალწინ მრავალი ხედი წარმოდგება, მაგრამ რაც უფრო შორს და ქვემოთ ჩადიხარ, ჰორიზონტი ვიწროვდება, ხედები და კვალი მცირდება და ბოლოს რჩება ე... იხილეთ სრულად
მანკიერებისა და უკანონობის გზა დასაწყისში გლუვი და სასიამოვნოა, მასზე სიარული - ადვილი, სწრაფი და შეუმჩნეველი, მაგრამ მისი დასასრული ჯოჯოხეთში წამყვანებელია.