წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, ამონარიდები
11. ნუ ამაღლდება (გაამპარტავნდება) შენი გული საღვთო წერილის შემეცნებით, რათა არ დაიმონოს გმობის სულმა შენი გონება (ე. ი. არ უნდა გაგაამპარტავნოს საღვთო წერილის სიღრმეთა წვდომამ, რომ არ დაგეუფლოს გმობის სული ანუ რომ არ დახედო ზემოდ... იხილეთ სრულად
10. ნუ დაემოწაფები თავისი თავის მაქებელს, რათა გონებამდაბლობის (თავმდაბლობის) ნაცვლად ამპარტავნება არ ისწავლო
9. პირი გონებამდაბლისა ჭეშმარიტებას მეტყველებს, ხოლო ჭეშმარიტების მოპირისპირე მსგავსია იმ მსახურისა, უფალს რომ სილა გაარტყა ყბაში (ინ. 18.22)
8. ვისაც აქვს სულიერი რამ ნიჭი და, ამასთან, თანაუგრძნობს არმქონეთ, ამვარი ვინმე სწორედ თანაგრძნობის წყალობით ინარჩუნებს იმას, რაც ებოძა, მაშინ, როცა ვინც ქედმაღლობს, იღუპავს ნიჭს, იგვემება რა ქედმაღლობის გულისზრახვებით
7. მოუხმე ღმერთს, რომ გაგიხსნას გულის თვალები და იხილო შენ ის სარგებელი, რაც გამოცდილებით შემეცნებულ (აქ ხაზია გასმული ქრისტიანული მოღვაწეობის მთავარ ნიშანზე: ყოველი ლოცვა თუ საკითხავი გააზრებულად, მთელ შეგნებით, ცოდნისმიერად უნდა... იხილეთ სრულად
6. ვინც გონებამდაბალია და სულიერი საქმის მქონე, საღვთო წერილთა ამოკითხვისას ყოველივეს თავის თავზე ისაზრებს და არა სხვაზე
5. მთავრობდეს შენს ყველა განაზრახს ის, ვინც მთავარია ყველა სიკეთისა, რომ ღვთით აღსრულდეს დაგეგმილი.
3. ყოველივე კეთილი უფლის მიერ გვებოძება განგებულებითად და ვისაც ამგვარად სწამს, არც დაკარგავს ბოძებულს
1. რადგან არაერთგზის მოისურვეთ იმის გაგება, რჯული როგორ არის სულიერი, თანახმად მოციქულისა (რომ. 7.14), ანთუ რა არის მისი დაცვის მოსურნეთა ცოდნა და საქმე, ამის შესახებ ძალისამებრ ვიტყვით: 2. უპირველესად - იმას, რომ ღმერთი ვუწყით ყო... იხილეთ სრულად