წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, ამონარიდები
21. "ქალაქში შესასვლელი რკინის კარი" ესაა გაქვავებული გული, რაც შეჭირვებულსა და გატანჯულს "თავისით გაეხსენება", ისევე როგორც - პეტრეს (საქ. მოც. 12.10).
20. გემოთმოყვარე გული საპყრობილედ და ბორკილად უხდება სულს მიცვალების ჟამს, მაშინ როცა შრომისმოყვარე გული გახსნილი კარია მისთვის.
19. მღვიძარება, ლოცვა და მოახლოებულ განსაცდელთა დათმენა ესაა სწორედ ის შემუსვრილობა, გულისთვის რომ უვნებელია და სასარგებლო, მხოლოდ თუ ანგარების შედეგად არ განვკვეთთ მათ თანაშერთულობას (იგულისხმება, რომ ზემორე სათნოებანი ურთიერთგან... იხილეთ სრულად
18. არსებობს გულის შემუსვრილობა – თანაბარზომიერი და სასარგებლო, რაც ამ გულს ლმობიერს ხდის; ამასთან არსებობს სხვა შემუსვრილობაც გულისა, არათანაბარზომიერი და მავნებელი, რაც განგმირავს მას.
17. გულისზრახვებში ნალოლიავები ბოროტება კადნიერს ხდის გულს, მაგრამ როდესაც ამ ბოროტებას თავშეკავებისა და სასოების გზით აღმოვფხვრით, ამით შეიმუსრება გული (ე.ი. თავმდაბალი და გულმოწყალე ხდება)(მრკ. 10.50–51).
16. ვინც ბრმის მსგავსად განიძარცვა სამოსელი და მიეახლა უფალს, ამგვარი ვინმე მიჰყვება კიდეც მას და უსრულესი დოგმატების მქადაგებელიც ხდება.
15. ნუ ამაღლდები, თუ ლოცვის ჟამს ცრემლს ღვრი, რადგან ეს ქრისტე შეეხო შენს თვალებს და შენც გონებით ზეაღიხილე.
14. ვინც ოდესღაც ბრმა იყო, თვალი აახილა მან და დაინახა რა უფალი, აღიარა იგი არათუ კვლავაც დავითის ძედ, არამედ – ღვთის ძედ, და თაყვანი სცა მას(ინ.9.38).
13. ვინც ხორციელად ლოცულობს და ჯერაც არა აქვს სულიერი ცოდნა, მსგავსია იმ ბრმისა, რომლიც ღაღადებდა და ამბობდა: "დავითის ძეო, შემიწყალე მე" (მრკ. 10.48; ლკ. 18.38).