წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
45. უმჯობესია ადამიანთაგან შეცდენილობა, ვიდრე - ეშმაკთაგან, ხოლო ვინც ესათნოვა უფალს, ორივე დასძლია მან.
44. მჩაგვრელ ადამიანთა გამო მლოცველი მუსრავს ეშმაკებს, ხოლო ის, ვინც პირველთ წინააღმდეგობას უწევს, მეორეთაგან ხდება დაჭრილი.
43. ვისაც სწამს ქრისტეს მისაგებელი, ყოველგვარ უსამართლობას წადიერად დაითმენს, შესაბამისად სარწმუნოებისა.
41. შეჭირვებათა მიერ სიკეთეები განემზადებათ ადამიანებს, ისევე როგორც ცუდმედიდობისა და გემოთმოყვარეობის მიერ - ბოროტებანი.
40. სათნოების აღსრულებისას გაიხსენე იგი, ვინც თქვა: "ჩემს გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ" (ინ. 15.5).
38. ნუღარ ამხილებ იმას, ვინც განეშორა ცოდვას და უკვე შეინანა, ხოლო თუ ამბობ, რომ ღვთისნიერებით ამხილებ მას, უპირველესად შენივე ბოროტებანი გახადე ცხადი.
37. არსებობს მხილება უკეთურებით და შურისძიების მიზნით, და არსებობს მხილება ღვთისმოშიშებით და ჭეშმარიტად.
35. არის საქმე, გარეგნულად აღსრულებული როგორც კარგი, რომლის აღმსრულებელსაც კეთილი მიზანი არა აქვს, და არის საქმე, აღსრულებული როგორც ცუდი, რომლის აღმსრულებელსაც კეთილი აქვს მიზანი. ამასთან, მავანნი არა მხოლოდ საქმეებს აკეთებენ, არ... იხილეთ სრულად