წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
67. ახლობელი ადამიანის ბევრი რჩევა სარგებლობის მომტანია, მაგრამ ყოველი ჩვენგანისათვის საკუთარ გადაწყვეტილებაზე უფრო გამოსადეგი არაფერია.
66. ყველა არანებაყოფლობით შეჭირვებას შეუდარე მისი შედეგი და სწორედ ამ შედეგში ჰპოვებ ცოდვის აღხოცვას.
65. ნუ იტყვი, რომ მოპოვებული გაქვს სათნოება შეჭირვების გარეშე, რადგან შეუმოწმებელია იგი უჭირველობის გამო (იგულისხმება, რომ შეჭირვებათა და განსაცდელთა გარეშე ვფლობთ (ჩვენი აზრით) რაიმე სათნოებას, – თუნდაც გულმოწყალებას, ძვირუხსენებ... იხილეთ სრულად
64. ყველა ღვთისმიერი შეჭირვება არსებითი ხვედრია კეთილმსახურებისა (ე.ი. კეთილმსახურებითი ღვაწლი გარდაუვალად შეეჩეხება შეჭირვებებს, რაც მოღვაწის გამოსაცდელად და გასაწვრთნელად, ღვთისგან არის დაშვებული), რადგან ჭეშმარიტი სიყვარული საწ... იხილეთ სრულად
63. უგულისყურობა ძნელად დამტევია რაიმე ძალისამებრი სიკეთისა, თუმცა მოწყალება და ლოცვა უკუიხმობს უგულისყუროთ (ე.ი. აღმოფხვრის მათში უგულისყურობას, დაუდევრობას, გულაყრილობას, და კვლავ ღვაწლისკენ მოაბრუნებს მათ).
62. შენი უკეთურებანი გამოიწვლილე და არა შენი ახლობლისა. ასეთ შემთხვევაში არც შენი გონითი სამჭედლო განიძარცვება.
60. წერილი ამბობს: "ჯოჯოხეთი და წარწყმედა ცხადია უფლის წინაშე" (იგავ.15.11), ამას კი იგი გულისმიერი უმეცრებისა და დავიწყების შესახებ ამბობს. 61. მართლაც, ჯოჯოხეთი უმეცრებაა, რადგან ორივე მათგანი მოკლებულია სიცხადეს, წარწყმედა კი დ... იხილეთ სრულად
59. რაც გახსოვს სიკეთე, ის აკეთე, და რაც არ გახსოვს, გაგეცხადება შენ. ამიტომაც არანაირად არ მისცე განუსჯელ დავიწყებას შენი ფიქრი.
58. ნუ ამბობ: "რა ვქნა, რადგან არ მინდა და მოდის (ე.ი. ღმერთის დავიწყება). ეს ხდება იმიტომ, რომ, გახსოვდა რა უფალი, უგულებელყოფდი იმას, რისი ვალდებულებაც გქონდა (იგულისხმება, რომ თუნდაც ღმერთი გვახსოვდეს, მაგრამ მის მცნებებს, ჩვენ... იხილეთ სრულად