წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
91. მოსაწევართა მიმართ ბევრ ვინმეს ბევრი რამ საწინააღმდეგო უმოქმედია, მაგრამ ლოცვისა და სინანულის გარეშე ვერავინ განრიდებია უბედურებას.
90. იცის მტერმა სულიერი რჯულის მოთხოვნილება და ეძიებს მარტოოდენ გონებისეულ (მხოლოდ გონებით და არა საქმით) თანხმობას, რადგან სწორედ ამ სახით იგი ან სინანულის შრომათა მოვალედ გახდის მისდამი დაქვემდებარებულს, ან კიდევ, თუ არ შეინანებ... იხილეთ სრულად
89. როდესაც ნახავ, რომ ადამიანურ დიდებას შთაგაგონებს გულისზრახვა, ცხადად უწყოდე, რომ ამით შერცხვენას გიმზადებს შენ იგი.
88. დაუდევრობის გამო არასოდეს დატოვო უყურადღებოდ გულისზრახვები, რადგან არც ერთი აზრი არ დაეფარება ღმერთს.
87. ვინც მცნებას აღასრულებს, ამის გამო განსაცდელს უნდა მოელოდეს რადგან ქრისტესადმი სიყვარული საწინააღმდეგოთაგან გამოიცდება.
86. ღვთის წინაშე ყველა აზრს თავისი ზომა აქვს და წონა, რადგან ერთი და იგივეა ვნებათად თუ ცალმხრივად აზროვნება
85. ვინც უგულებელყოფს საქმეს და ლიტონ ცოდნას ეყრდნობა, ორლესული მახვილის ნაცვლად, „ლერწმის კვერთხი“ უპყრია მას, რაც ბრძოლის ჟამს, წერილის თანახმად, გაუჭრის ხელს და, შეაღწევს რა შიგ, ამპარტავნების შხამს ჩაუღვრის მას მტრების წინაშე.
83. ნუ იტყვი, რომ არ იცი ის, რაც საჭიროა, და ამიტომაც, არ აკეთებ რა მას, თითქოს უდანაშაულო ხარ, რადგან რაც კი კარგი იცი, ისინი რომ გეკეთებინა, სხვა დანარჩენიც გაგეცხადებოდა შენ, შეიცნობდი რა ერთისგან მეორეს, მსგავსად ოთახებისა (რო... იხილეთ სრულად
82. არას ავნებს სიტყვათა უცოდინრობა იმას, ვინც უაღრესად ღვთისმოსავია, ისევე როგორც სიბრძნე სიტყვისა – იმას, ვინც გონებამდაბალია.
81. მართლაც, ისევე როგორც სხვაა სიბრძნე სიტყვისა და სხვა – გონივრულობა, ასევე სხვაა უსწავლელობა სიტყვისა და სხვა – უგუნურება.