წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
107. ვინც ფულის, დიდების თუ სიამეთმოყვარეობის გამო ურისხდება მოყვასს, არ შეუცვნია მას, რომ ღმერთი სიმართლით განაგებს საქმეებს.
100. გონება ბრმავდება ამ სამი ვნებისგან, ვამბობ – ვერცხლისმოყვარეობისგან, ცუდმედიდობისგან და სიამეთმოყვარეობისგან. 101. ესენია „წურბელის სამი ასული“, თანახმად წერილისა, რომლებიც „სიყვარულით შეიყვარებიან“ მათი დედის – უგუნურების მი... იხილეთ სრულად
106. არავინ მეომართაგანი, – ამბობს მოციქული, – არ შეემსჭვალვის ამა სოფლის საქმეებს (II ტიმ. 2.4), რადგან ვისაც სურს, რომ სოფელთან შემსჭვალულმა დასძლიოს ვნებები, მსგავსია იმ ადამიანისა, ვინც ჩალით აქრობს ხანძარს.
104. იმგვარად უნდა გვძულდეს ვერცხლისმოყვარეობა, ცუდმედიდობა და სიამეთნდომა, როგორც ბოროტებათა დედები და სათნოებათა დედინაცვლები. 105. სწორედ მათ გამო განგვეწესა, რომ არ გვიყვარდეს სოფელი და სოფლისაგანნი (I იოან. 2.15), თუმცა არ... იხილეთ სრულად
100. გონება ბრმავდება ამ სამი ვნებისგან, ვამბობ – ვერცხლისმოყვარეობისგან, ცუდმედიდობისგან და სიამეთმოყვარეობისგან. 101. ესენია „წურბელის სამი ასული“, თანახმად წერილისა, რომლებიც „სიყვარულით შეიყვარებიან“ მათი დედის – უგუნურების მი... იხილეთ სრულად
99. ყველა ბოროტების ძირად ვერცხლისმოყვარეობა ითქმის (I ტიმ. 6.10), მაგრამ ცხადია, რომ ისიც ზემოხსენებულთაგან შემყარდება.
97. არის ადამიანი, რომელიც იკვეთს ვნებას უფრო დიდი სიამეთვნებულების გამო და იდიდება იმათგან, რომლებიც უმეცარნი არიან მისი მიზანდასახულობისა, თუმცა შესაძლოა თვითონაც უმეცარი იყოს ამისა და უსარგებლოდ მოქმედებდეს.
95. ვერაფერი ირგო იმ განდეგილმა, სიამეთაგან რომ ვნებულა (ე.ი. სიამოვნების ვნებანი რომ ამოძრავებს), რადგან რასაც ადრე ფულით აკეთებდა იგი, იმავეს მოქმედებს ახლაც არასმქონე. 96. ასევე მმარხველიც, თუ იგი ფულს ფლობს, გონებით ძმაა ზემოხ... იხილეთ სრულად
94. სამარცხვინო გულისთქმის ძირია კაცობრივი ქება, ისევე როგორც გონებასიმრთელისა – ბოროტებაში მამხილებლობა, ამასთან არა მხოლოდ მოსმენა მხილებისა, არამედ მისი შეწყნარებაც.
93. მცირე შეცოდებებს ეშმაკი აუბრალოებს, რადგან სხვა გზით უფრო დიდი ცოდვებისკენ ჩვენს წაყვანას ვერ შეძლებს იგი.