წყარო:
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) [გვ. 157]
100. გონება ბრმავდება ამ სამი ვნებისგან, ვამბობ – ვერცხლისმოყვარეობისგან, ცუდმედიდობისგან და
100. გონება ბრმავდება ამ სამი ვნებისგან, ვამბობ – ვერცხლისმოყვარეობისგან, ცუდმედიდობისგან და სიამეთმოყვარეობისგან. 101. ესენია „წურბელის სამი ასული“, თანახმად წერილისა, რომლებიც „სიყვარულით შეიყვარებიან“ მათი დედის – უგუნურების მიერ (იგავ. 30.15). 102. ცოდნა და რწმენა, – ჩვენი ბუნების თანააღზრდილები, – სხვა არაფრის გამო, თუ არა ზემოხსენებულთა მიზეზით დაჩლუნგდნენ. 103. გულისწყრომა, მრისხანება, ომები, მკვლელობები და ბოროტებათა მთელი დანარჩენი ჩამონათვალი მეტად გამძლავრდა ადამიანებში სწორედ მათ მიერ.
|
|