წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, ამონარიდები
73. როდესაც ადამიანი ადამიანს არგებს ან სიტყვით ან საქმით, ორივე მათგანმა ღვთის მადლად უნდა შერაცხოს ეს, ხოლო ვინც ამას ვერ გულისხმაყოფს, გულისხმისმყოფლისგან იბატონება (იგულისხმება, რომ ღვთის მადლის გულისხმისმყოფელი სამერმისოდ სას... იხილეთ სრულად
72. რაოდენ შერხვენასაც მიიღებს ადამიანი ქრისტეს ჭეშმარიტების გამო, ასგზის მეტად იდიდება იგი მრავალთა მიერ, უმჯობესია კი ყოველივე სიკეთის კეთება სამერმისოთა გამო.
71. თუ გნებავს, რომ განუკიცხველად (უსაყვედუროდ) მიიღო ადამიანებისგან ქება, უპირველესად შენი ცოდვებისთვის მამხილებლობა შეიყვარე.
70. ადამიანი, რაოდენ ძალუძს, მოსაქმეობს თავისი ნების შესაბამისად, ღმერთი კი ადამიანის ნასაქმევთა შედეგებს აღასრულებს სამართლიანობის შესაბამისად.
69. ყოველ ჩვენგანში რაც დაფარულია, იცის ღმერთმა და სინდისმა. ამიტომ, სწორედ ამათგან მივიღოთ გამოსწორება.
68. როდესაც კურნებას ეძიებ, გულისყური მიაპყარი შენს სინდისს, გააკეთე ის, რასაც გეტყვის და სარგებლობას ჰპოვებ.
67. ახლობელი ადამიანის ბევრი რჩევა სარგებლობის მომტანია, მაგრამ ყოველი ჩვენგანისათვის საკუთარ გადაწყვეტილებაზე უფრო გამოსადეგი არაფერია.
66. ყველა არანებაყოფლობით შეჭირვებას შეუდარე მისი შედეგი და სწორედ ამ შედეგში ჰპოვებ ცოდვის აღხოცვას.
65. ნუ იტყვი, რომ მოპოვებული გაქვს სათნოება შეჭირვების გარეშე, რადგან შეუმოწმებელია იგი უჭირველობის გამო (იგულისხმება, რომ შეჭირვებათა და განსაცდელთა გარეშე ვფლობთ (ჩვენი აზრით) რაიმე სათნოებას, – თუნდაც გულმოწყალებას, ძვირუხსენებ... იხილეთ სრულად
64. ყველა ღვთისმიერი შეჭირვება არსებითი ხვედრია კეთილმსახურებისა (ე.ი. კეთილმსახურებითი ღვაწლი გარდაუვალად შეეჩეხება შეჭირვებებს, რაც მოღვაწის გამოსაცდელად და გასაწვრთნელად, ღვთისგან არის დაშვებული), რადგან ჭეშმარიტი სიყვარული საწ... იხილეთ სრულად