წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
მზაკვარი არის ცრუწინასწარმეტყველი, რომელსაც ჰგონია, რომ სხვათა სიტყვის მიხედვით მათ აზრებს ჩასწვდება და გარეგნული მოქმედებების მიხედვით - შინაგან მდგომარეობას ამოიცნობს
ვნახე უბრალონი, რომელთაც მზაკვართაგან მზაკვრობა ისწავლეს და როდესაც ეს ბუნებად ექცათ, დაიღუპნენ
რამდენადაც უბრალონი ადვილად გადაიქცევიან მზაკვრებად, იმდენად მზაკვარნი ძნელად მოიპოვებენ უბრალოებას
ჭეშმარიტმა უცხოობამ, მორჩილებამ და დუმილმა მრავალი შეუძლებელი რამ შესაძლებლად აქცია და მრავალი განუკურნებელი განკურნა
მაგალითი და სახე ჭეშმარიტი უბრალოებისა გახდა ანტონი დიდის მოწაფე ნეტარი პავლე, რადგან მცირე დროში ასეთი წარმატებისათვის სხვას არავის მიუღწევია და ვერც მიაღწევს
უბრალო მონაზონი პირმეტყველი ცხვარია და თავისი ტვირთი მთლიანად მოძღვრის მხრებზე გადაუდვია მას
როგორც ცხვარს არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს მწყემსს, ასევე უბრალო სულის ადამიანი წინააღმდეგობას არ უწევს წინამძღვარს და მისდევს მოძღვარს ყველგან, სადაც იგი ისურვებს და რომც დაკლან, წინააღმდეგობას ვერ გასწევს
"ძნიად შევიდეს მდიდარი სასუფეველსა ცათასა" და უგუნურნი და მზაკვრობით განბრძნობილნი ძნელად მოიპოვებენ სიმშვიდეს
ვისაც სურს, სიტყვით, მთელი სიზუსტით ახსნას ღვთის სიყვარულის გრძნობა და მისი მოქმედება, ყოვლადწმიდა სიმდაბლე განცხადებულად გამოააშკარაოს, სანატრელი სიწმიდე და საღვთო ბრწყინვალება დაგვანახოს და ჭეშმარიტი შიში და გულში შეკრებული ღვთი... იხილეთ სრულად