არც კაცი, არც ბალახი, არც მტვერი, არცა რამ სხვა ქვეყნიერობაზედ არ გაჩენილა თავის თავად და არც წარმოსადგენია მათი არსებობა, მათი ყოფნა, მათი მოქმედება და მოძრაობა მხოლოდ მათივე ძალით, მათივე დამოუკიდებლობით, მათი საკუთარი თვისებით....
იხილეთ სრულად
არც კაცი, არც ბალახი, არც მტვერი, არცა რამ სხვა ქვეყნიერობაზედ არ გაჩენილა თავის თავად და არც წარმოსადგენია მათი არსებობა, მათი ყოფნა, მათი მოქმედება და მოძრაობა მხოლოდ მათივე ძალით, მათივე დამოუკიდებლობით, მათი საკუთარი თვისებით. ყველაფერი, რასაც თვალით ვხედავთ და რაზედაც ჭკუა მიგვიწვდება, არის ღვთის ქმნილება და ღვთისავე მოწყალებით არსებობ. ეს შეურყეველი და დაურღვეველი ჭეშმარიტებაა.
მართალია, ბევრი ვინმე შეებრძოლა ამ ჭეშმარიტებას, ბევრი ნასწავლი...
გამოუთქმელია მოწყალება ღვთისა ადამიანისადმი! მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი თვითნებურად ჩამოშორდა ღმერთს, ღმერთი ადამიანს არასოდეს არ ივიწყებს. დაუსრულებელი სიყვარული ღვთისა ყოველთვის იყენებდა და იყენებს სხვადასხვა საშუაებას იმისა...
იხილეთ სრულად
გამოუთქმელია მოწყალება ღვთისა ადამიანისადმი! მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი თვითნებურად ჩამოშორდა ღმერთს, ღმერთი ადამიანს არასოდეს არ ივიწყებს. დაუსრულებელი სიყვარული ღვთისა ყოველთვის იყენებდა და იყენებს სხვადასხვა საშუაებას იმისათვის, რომ ცდომილი იხსნას დაღუპვისაგან. ადამიანის დაცემის მომენტიდან მოკიდებული ღმერთს არ შეუწყვეტია და არც სწყვეტს ზრუნვას, რათა მამობრივი ხმით მოუწოდეს ადამიანს ცოდვითსავსე ძილიდან გამოღვიძებისაკენ. ეს ხმა ისმოდა სამოთხ...
წარმოვიდგინოთ, რომ კიდევ მრავალი რამ არის, რაც უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ და მაშინ ყველა ჩვენი მიწიერი დამსახურება საკუთარ თვალში არარაობად გამოჩნდება.
წმიდა იოანე ოქროპირის სწავლებით, სიმდაბლე არის დედა, ფესვი, საფუძველი, საზრდელი და კავშირი ყოვლისა სიკეთისა. ვინც სიმდაბლე ისწავლა, მან ისწავლა ბაძვა იესო ქრისტესი. ვინც სიმდაბლე დაკარგა, მან დაკარგა ყველაფერი, თუგინდ სხვა მხრივ ს...
იხილეთ სრულად
წმიდა იოანე ოქროპირის სწავლებით, სიმდაბლე არის დედა, ფესვი, საფუძველი, საზრდელი და კავშირი ყოვლისა სიკეთისა. ვინც სიმდაბლე ისწავლა, მან ისწავლა ბაძვა იესო ქრისტესი. ვინც სიმდაბლე დაკარგა, მან დაკარგა ყველაფერი, თუგინდ სხვა მხრივ სრული და ღმრთისადმი დაახლოებული კაცი იყოს.
ჰოი, სანეტარო ღმრთიურო სიმდაბლევ, შენ მოდრიკე ცანი და გარდამოხედ, შეიქმენ ადამიანად და ქვეყნიერების ცოდვები მიამსჭვალე ჯვარს. განკრთების გული ჩემი, რაი ძალმიძს წარვთქვა შენი დიდებულების შესახებ?
ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტ სინანულს მოიპოვებს, ლაპარაკობს ცოტას და მტკიცედ მოქმედებს. გონს მოსული ისწრაფვის უკეთესობისაკენ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, დარწმუნებული იმაში, რომ დადგა მისთვის ხსნის ჟამი. ქვეყნის უკუღმართობასა და თავი...
იხილეთ სრულად
ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტ სინანულს მოიპოვებს, ლაპარაკობს ცოტას და მტკიცედ მოქმედებს. გონს მოსული ისწრაფვის უკეთესობისაკენ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, დარწმუნებული იმაში, რომ დადგა მისთვის ხსნის ჟამი. ქვეყნის უკუღმართობასა და თავისი უწინდელი ცხოვრების ცვლილებებზე ფიქრებით ძლიერ აღელვებული, ის ეძიებს განმარტოებულ ადგილს, სადაც თავისუფალდ შეძლებს საუბარს საკუთარ თავთან და დაღვრის ულევ ცრემლს. იგი ვეღარ იტევს მწუხარებას წარსულში მის მიერ აღსრულებული...
ამ საიდუმლოს აგრეთვე აღსარების საიდუმლოც ეწოდება, თუმცა ცოდვათა აღიარება მისი მხოლოდ პირველი, შესავალი ნაწილია, რაც სულის გულწრფელად გახსნისა და საკუთარ ცოდვათა გააზრების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.