ითხოვე უფლისაგან გამარჯვება, ითხოვე მუდმივი ლოცვითა და ტირილით, და მოულოდნელად მოიხილავს შენს გულს სული წმიდის მადლი. უეცრად იგრძნობ, თუ რა ტკბილია მტრის სიყვარული.
ყველაფერი შესწირე მსხვერპლად სახარების მცნებების შესრულებას - ასეთი მსხვერპლის გარეშე ვერ შეძლებ მათ დაცვას. უფალმა ხომ უთხრა თავის მოწაფეებს: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავნ თავი თვისი“ (მთ. 16, 25).
ამა სოფლის სიბრძნე, მისი სიმართლე და დაცემულ სულთა სიმართლე მოგთხოვენ, არ დათმო შენი ღირსება და სხვა ხრწნადი უპირატესობები, მოგთხოვენ მათ დაცვას. შენ კი, სახარების წინამძღვრობით, თვით ქრისტეს წინამძღვრობით, მტკიცედ აღუდექი წინ უხი...
იხილეთ სრულად
ამა სოფლის სიბრძნე, მისი სიმართლე და დაცემულ სულთა სიმართლე მოგთხოვენ, არ დათმო შენი ღირსება და სხვა ხრწნადი უპირატესობები, მოგთხოვენ მათ დაცვას. შენ კი, სახარების წინამძღვრობით, თვით ქრისტეს წინამძღვრობით, მტკიცედ აღუდექი წინ უხილავ ბრძოლას.
როდესაც საქმით შეუდგები სახარების მცნებების შესრულებას, ამას ჯიუტად აღუდგებიან წინ შენი გულის მეუფენი: შენი საკუთარი ხორციელი მდგომარეობა, რომლის ძალითაც ხორცსა და სისხლს ემორჩილები, და დაცემულნი სულნი, რომლებიც კაცის დაცემულ მდგო...
იხილეთ სრულად
როდესაც საქმით შეუდგები სახარების მცნებების შესრულებას, ამას ჯიუტად აღუდგებიან წინ შენი გულის მეუფენი: შენი საკუთარი ხორციელი მდგომარეობა, რომლის ძალითაც ხორცსა და სისხლს ემორჩილები, და დაცემულნი სულნი, რომლებიც კაცის დაცემულ მდგომარეობას განაგებენ.
პირველად, როგორც სახარება გვამცნებს, განაგდე შენგან მტრობა, ძვირისხსენება, მრისხანება, განკითხვა და ყველაფერი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სიყვარულს. სახარება გვიბრძანებს ვილოცოთ ჩვენი მტრებისთვის, ვაკურთხოთ მაწყევარნი, კეთილ...
იხილეთ სრულად
პირველად, როგორც სახარება გვამცნებს, განაგდე შენგან მტრობა, ძვირისხსენება, მრისხანება, განკითხვა და ყველაფერი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სიყვარულს.სახარება გვიბრძანებს ვილოცოთ ჩვენი მტრებისთვის, ვაკურთხოთ მაწყევარნი, კეთილი ვუყოთ მოძულეებს, შევუნდოთ მოყვასს ყოველივე, რაც გვავნო.თუკი ქრისტეს შედგომა განგიზრახავს, ეცადე საქმით შეასრულო ეს მცნებები.
რაში გამოიხატება ჩვენი ბუნების დაცემულობა? იმაში, რომ ადამიანს შეუძლია ბუნებით მხურვალედ უყვარდეს მოყვასი, მაგრამ როდესაც ეუბნებიან, რომ მოყვასი ისე უნდა უყვარდეს, როგორც სახარება უბრძანებს, ამისთვის საშინელი ძალდატანება უხდება სა...
იხილეთ სრულად
რაში გამოიხატება ჩვენი ბუნების დაცემულობა? იმაში, რომ ადამიანს შეუძლია ბუნებით მხურვალედ უყვარდეს მოყვასი, მაგრამ როდესაც ეუბნებიან, რომ მოყვასი ისე უნდა უყვარდეს, როგორც სახარება უბრძანებს, ამისთვის საშინელი ძალდატანება უხდება საკუთარ თავზე.
ჩვენი ბუნებრივი სიყვარული დაცემით არის შერყვნილი. იესო ქრისტე გვასწავლის, რომ იგი (ბუნებრივი სიყვარული) უნდა მოვაკვდინოთ და სახარებიდან გადმოვიღოთ მოყვასისადმი წმინდა სიყვარული - ქრისტესმიერი სიყვარული.
ნუ გეგონება, საყვარელო ძმაო, თითქოს მოყვასის სიყვარულის მცნება ასეთი ახლობელი იყოს ჩვენი დაცემული გულისათვის: მცნება სულიერია, გულს კი სისხლი და ხორცი მართავს: მცნება ახალია, ჩვენი გული კი - ძველი.
მოყვასის სიყვარული არის გზა, რომელსაც ღმერთის სიყვარულისაკენ მივყავართ, რადგანაც ქრისტემ ინება საიდუმლოდ განხორციელება ყოველ ჩვენს მოყვასში, ქრისტეში კი - ღმერთმა.