ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან
ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
ღმერთის სიყვარულის სწავლა გწადია? განეშორე ყოველ საქმეს, სიტყვას, აზრს, გრძნობას, რომელიც სახარებამ აგიკრძალა. განეშორე ცოდვას, ესოდენ საძაგელს ღმრთის წინაშე - ამით უჩვენე და დაუმტკიცე ღმერთს შენი სიყვარული. იმ შეცოდებებს, რომლებს... იხილეთ სრულად
უფალმა ზუსტი და სარწმუნო სიშნებით აღბეჭდა ის, ვისაც უყვარს ღმერთი და ის, ვისაც არ უყვარს. მან თქვა: „უკეთუ ვისმე ვუყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს... ხოლო რომელსა არა ვუყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი არა დაიმარხნეს“ (ინ. 14, 23... იხილეთ სრულად
ამპარტავნება ნერვებს აღაგზნებს, სისხლს ადუღებს, ოცნებებს აღძრავს, ხელს უწყობს დაცემული ცხოვრების განახლებას; სიმდაბლე კი ნერვებს ამშვიდებს, სისხლის მოძრაობას აცხრობს, აღვირს ასხამს ოცნებებს, დაცემულ ცხოვრებას მოაკვდინებს და ქრისტე... იხილეთ სრულად
ნუ გამოიგონებ აღტაცებულ მდგომარეობას, ნუ მისცემ გასაქანს ნერვებს, ნუ აღაგზნებ შენს თავს ნივთიერი, სისხლის დუღილით გამოწვეული ცეცხლით. ღმერთისთვის სათნო მსხვერპლია მხოლოდ გული დამდაბლებული და სული შემუსვრილი. რისხვით უარყოფს ღმერთი... იხილეთ სრულად
გვიყვარდეს ღმერთი ისე, როგორც მან თვითონ გვამცნო, და არა ისე, როგორც ხიბლში მყოფ მეოცნებეებს ჰგონიათ, რომ უყვართ.
მოყვასის სიყვარული არის სიყვარულის შენობის ქვაკუთხედი. საყვარელო ძმაო! ეცადე საკუთარ თავში მოყვასის მიმართ სულიერი სიყვარული გააღვიძო: თუ ამას შეძლებ, ღმერთის სიყვარულის მოხვეჭასაც მოახერხებ, ღმერთის სიყვარული კი აღდგომის, ზე... იხილეთ სრულად
ღმერთის სიყვარულში წარმატების გზა უსასრულოა, რამეთუ სიყვარული თვით უსასრულო ღმერთია: „ღმერთი სიყუარული არს“ (იქვე, 4, 16).
ქრისტიანული სრულყოფილება მოყვასისადმი სრულ სიყვარულში მდგომარეობს, მოყვასისადმი სრული სიყვარული კი - ღმერთის სიყვარულში, რომლისთვისაც არ არსებობს სრულყოფილება, არ არსებობს წარმატების მწვერვალი.
მოყვასისადმი სულიერი სიყვარულის გაჩენა არის ნიშანი, რომ კაცის სული სული წმიდის მიერ განახლდა. ისევ იოანე ღმრთისმეტყველს მოვუსმინოთ: „ჩუენ უწყით, რამეთუ მივიცვალენით სიკუდილისაგან ცხორებად, რამეთუ გვიყუარან ძმანი. ხოლო რომელსა არა ... იხილეთ სრულად
თუკი გგონია, რომ გიყვარს ღმერთი, ამ დროს კი შენს გულში ბუდობს სიძულვილი თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ, იცოდე, მწარედ იტყუებ თავს. „უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაი თვისი სძულდეს, მტყუარ არს...“ - ამბობს იოან... იხილეთ სრულად