ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
ისევე, როგორც მოციქულებმა, შევწიროთ უფალს მხურვალე ლოცვა, რათა მან მოგვანიჭოს ერთადერთი საშუალება ცხონებისა - ცოცხალი რწმენა. და როდესაც ამ უდიდესი ნიჭის მომადლებას შევთხოვთ, სურვილის გულწრფელობა იმით დავამტკიცოთ, რომ ყოველი ღონე ...
იხილეთ სრულად
ისევე, როგორც მოციქულებმა, შევწიროთ უფალს მხურვალე ლოცვა, რათა მან მოგვანიჭოს ერთადერთი საშუალება ცხონებისა - ცოცხალი რწმენა. და როდესაც ამ უდიდესი ნიჭის მომადლებას შევთხოვთ, სურვილის გულწრფელობა იმით დავამტკიცოთ, რომ ყოველი ღონე ვიხმაროთ მის მოსაპოვებლად. "მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი" (ფსალმ. 33, 15). იძულებით ამოვძირკვოთ გულიდან ცოდვა და ამით შევუთვისოთ მას სათნოება.
link
ყოველგვარი გადახრა წმ. ჭეშმარიტებისგან და ცრუ, ამ სწავლების საპირისპირო აზრის მიღება, ღმრთის გმობისა და მისგან განდგომის საშინელ ცოდვასთან არის შეერთებული. ამას გამოცდილებით მოწმობს წინაპართა დაცემა, რომელიც არასწორი აზრის მიღებით...
იხილეთ სრულად
ყოველგვარი გადახრა წმ. ჭეშმარიტებისგან და ცრუ, ამ სწავლების საპირისპირო აზრის მიღება, ღმრთის გმობისა და მისგან განდგომის საშინელ ცოდვასთან არის შეერთებული. ამას გამოცდილებით მოწმობს წინაპართა დაცემა, რომელიც არასწორი აზრის მიღებით დაიწყო; ამასვე მოწმობს ყველა მწვალებლობაც: ამათგან ზოგმა ღმერთი იმით გმო, რომ უარყო უფალ იესო ქრისტეს ღმრთეებრიობა და დაამახინჯა მისი განკაცების ყოვლად წმინდა დოგმატი, ზოგმა - იმით, რომ კაცს ღმერთის თვისებები მიაწერა (პ...
link
წმ. ეკლესია თავის წიაღში, წმ. ჭეშმარიტებას ინახავს. თუკი ეკლესიას ვეკუთვნით და ვემორჩილებით, შეგვიძლია გვქონდეს სწორი წარმოდგენა ღმერთზე, ადამიანზე, სიკეთესა და ბოროტებაზე - შესაბამისად, ცხონებაზეც. აშკარაა, რომ ცხონების შესახებ ს...
იხილეთ სრულად
წმ. ეკლესია თავის წიაღში, წმ. ჭეშმარიტებას ინახავს. თუკი ეკლესიას ვეკუთვნით და ვემორჩილებით, შეგვიძლია გვქონდეს სწორი წარმოდგენა ღმერთზე, ადამიანზე, სიკეთესა და ბოროტებაზე - შესაბამისად, ცხონებაზეც. აშკარაა, რომ ცხონების შესახებ სწორი წარმოდგენის გარეშე შეუძლებელია მისი მოპოვება. ჭეშმარიტებაა ცხონების დასაბამი! სწორი აზროვნებაა ცხონების დასაბამი! წარწყმედის საწინდარი კი არის ჭეშმარიტებისგან განდგომა არასწორი აზროვნების შეთვისების გზით
link
ტყუილი არის წყარო და მიზეზი საუკუნო სიკვდილისა, და პირიქით, ჭეშმარიტება არის ცხონების წყარო და მიზეზი, როგორც თვით უფალმა თქვა (იქვე, 32).
ამაოდ ჰგონია ვინმეს გონებით ცოდვა მსუბუქ, უმნიშვნელო ცოდვად! რამდენადაც სულია ხორცზე მეტი, იმდენადვე მეტია სულიერი სათნოება ხორციელზე; იმდენადვე უფრო მძიმეა და დამღუპველია სულის მიერ მიღებული და ჩადენილი ცოდვა ხორციელ ცოდვაზე.
სულიერი საცავი, სადაც ინახება და საიდანაც უსასრულოდ გვეძლევა სულიერი განძი, ანუ ჭეშმარიტი სარწმუნოება, არის ერთი, ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი ეკლესია. ამიტომ ჩვენი ცხონებისათვის აუცილებელია, რომ მართლმადიდებელს ეკლესიას ვეკუთვნოდეთ...
იხილეთ სრულად
სულიერი საცავი, სადაც ინახება და საიდანაც უსასრულოდ გვეძლევა სულიერი განძი, ანუ ჭეშმარიტი სარწმუნოება, არის ერთი, ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი ეკლესია. ამიტომ ჩვენი ცხონებისათვის აუცილებელია, რომ მართლმადიდებელს ეკლესიას ვეკუთვნოდეთ.
link
ცოცხალი რწმენა არის ღმრთის ხედვა და ცნობა. ცოცხალი რწმენა არის ღმერთისთვის ცხოვრება და სოფლისთვის სიკვდილი. ცოცხალი რწმენა ღმრთის ნიჭია. სწორედ ამ უდიდესი ნიჭის მოცემას შესთხოვდნენ უფალს მოციქულები, როდესაც ეუბნებოდნენ: "შემძინე ჩ...
იხილეთ სრულად
ცოცხალი რწმენა არის ღმრთის ხედვა და ცნობა. ცოცხალი რწმენა არის ღმერთისთვის ცხოვრება და სოფლისთვის სიკვდილი. ცოცხალი რწმენა ღმრთის ნიჭია. სწორედ ამ უდიდესი ნიჭის მოცემას შესთხოვდნენ უფალს მოციქულები, როდესაც ეუბნებოდნენ: "შემძინე ჩვენ სარწმუნოებაი" (ლკ. 17, 5). მხოლოდ ცოცხალი რწმენის მეშვეობით ძალუძს ადამიანს უარყოს თავისი დაცემული ბუნების მოჩვენებითი ღირსებები, გახდეს უფლის მოწაფე და მიმდევარი თავისი გონებითაც და საქმეებითაც, რომლებიც განახლებული...
link
როდესაც იუდეველებმა ჰკითხეს უფალს: "რაი ვყოთ, რაითა ვიქმოდით საქმესა ღვთისასა?" უფალმა მიუგო: „ესე არს საქმე ღვთისაი, რაითა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა" (ინ. 28-29). ცოცხალი რწმენა არის საქმე და ეს "საქმე ღმრთისა" იმდენად დი...
იხილეთ სრულად
როდესაც იუდეველებმა ჰკითხეს უფალს: "რაი ვყოთ, რაითა ვიქმოდით საქმესა ღვთისასა?" უფალმა მიუგო: „ესე არს საქმე ღვთისაი, რაითა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა" (ინ. 28-29). ცოცხალი რწმენა არის საქმე და ეს "საქმე ღმრთისა" იმდენად დიდია, რომ მისი მეშვეობით სრულიად შესაძლებელია ცხონება. ასეთი რწმენა ადამიანის მთელი ცხოვრებით, მთელი არსებით გამოიხატება: იგი მოიცავს მის აზრებს, გრძნობებს, მთელ მის საქმიანობას. "რომელსა ჰრწმენეს ჩემი (ასეთი რწმენით), აქ...
link
რა უნდა ვქნათ იმისათვის, რომ ვცხონდეთ? ამ კითხვის პასუხს სახარებაში ვპოულობთ. უფალმა გამოგვიცხადა, რომ იმათი ცხონებისათის, ვისაც არა სწამს ქრისტე, აუცილებელია იწამონ იგი, ხოლო ვისაც სწამს, მათთვის ქრისტეს მცნებებით ცხოვრებაა საჭირ...
იხილეთ სრულად
რა უნდა ვქნათ იმისათვის, რომ ვცხონდეთ? ამ კითხვის პასუხს სახარებაში ვპოულობთ. უფალმა გამოგვიცხადა, რომ იმათი ცხონებისათის, ვისაც არა სწამს ქრისტე, აუცილებელია იწამონ იგი, ხოლო ვისაც სწამს, მათთვის ქრისტეს მცნებებით ცხოვრებაა საჭირო. ურწმუნო საუკუნო წარწყმედის კერძია, ხოლო თუ კაცს ქრისტე მხოლოდ სიტყვით სწამს, მაგრამ არ ასრულებს მის წმიდა მცნებებს, ანუ საქმით უარყოფს ქრისტეს, იმას საუკუნო წარწყმედა ელის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცხონებისათვის საჭიროა...
link
რომელი ამქვეყნიური მონაპოვარი შეიძლება გახდეს ჩვენი სამუდამო საკუთრება? მხოლოდ ცხონება. ვინც მიწიერ ცხოვრებას სიმდიდრის მოხვეჭაში ატარებს, ამსოფლით განსვლის ჟამს მიატოვებს ეს სიმდიდრე. ვინც სახელისა და დიდების მოხვეჭას ესწრაფვის, ...
იხილეთ სრულად
რომელი ამქვეყნიური მონაპოვარი შეიძლება გახდეს ჩვენი სამუდამო საკუთრება? მხოლოდ ცხონება. ვინც მიწიერ ცხოვრებას სიმდიდრის მოხვეჭაში ატარებს, ამსოფლით განსვლის ჟამს მიატოვებს ეს სიმდიდრე. ვინც სახელისა და დიდების მოხვეჭას ესწრაფვის, დაუნდობელი სიკვდილი უეჭველად მოსტაცებს ერთსაც და მეორესაც. ხოლო ვინც წარმავალ ცხოვრებას ცხონების მოპოვებას დაუთმობს, ის იმსოფლად გაიყოლებს მას და აქ მოპოვებული საგანძური ზეცაში დაუმკვიდრებს სამუდამო ნუგეშინისცემას.
link