ჭამისას გონივრული ზომიერების დაცვა სისხლის დუღილს აცხრობს და ძალიან უწყობს ხელს მღვიძარებას, სისხლის დუღილი კი - ზედმეტი ჭამის, გადამეტებული ფიზიკური მოძრაობის, მრისხანების, ცუდმედიდობით ტკბობისა და სხვა მიზეზების გამო - უამრავ გუ...
იხილეთ სრულად
ჭამისას გონივრული ზომიერების დაცვა სისხლის დუღილს აცხრობს და ძალიან უწყობს ხელს მღვიძარებას, სისხლის დუღილი კი - ზედმეტი ჭამის, გადამეტებული ფიზიკური მოძრაობის, მრისხანების, ცუდმედიდობით ტკბობისა და სხვა მიზეზების გამო - უამრავ გულისსიტყვასა და ოცნებას, ანუ გაფანტულობას იწვევს. მას, ვისაც საკუთარი სულისათვის თვალყურის დევნება სურს, წმ. მამები პირველ ყოვლისა ჭამისას ზომიერ, მუდმივ თავშეკავებას ურჩევენ.
დაე შიში ღმრთისა სძლევდეს გულის სასწორზე დადებულ ყველა სხვა გრძნობას: მაშინ უფრო ადვილია საკუთარი თავის განხილვა - როგორც მყუდრო სენაკში, ისე იმ ხმაურშიც, ყოველი მხრიდან რომ გვაკრავს გარს.
ყოველი სულიერი მოღვაწეობის სული და გული არის ყურადღება - უამისოდ ნებისმიერი მოღვაწეობა მკვდარია და უნაყოფო. ვისაც ცხონება სურს, იმან ცხოვრების ისეთი წესი უნდა აირჩიოს, რომ შეძლოს ყურადღების შენარჩუნება არა მარტო განმარტოების, არამ...
იხილეთ სრულად
ყოველი სულიერი მოღვაწეობის სული და გული არის ყურადღება - უამისოდ ნებისმიერი მოღვაწეობა მკვდარია და უნაყოფო. ვისაც ცხონება სურს, იმან ცხოვრების ისეთი წესი უნდა აირჩიოს, რომ შეძლოს ყურადღების შენარჩუნება არა მარტო განმარტოების, არამედ გაფანტული ცხოვრების პირობებშიც, რომელშიც მისდა უნებურად, სხვადასხვა გარემოებათა გამო შეიძლება აღმოჩნდეს.
მხოლოდ ის წიგნები უნდა იკითხო, რაც შენი ცხოვრების წესს შეეფერება, თორემ მართალია წმიდა, მაგრამ განუხორციელებელი აზრებით აივსები. ასეთი აზრები უნაყოფო მოქმედებას აღაგზნებს, და ისიც მხოლოდ შენს წარმოდგენაში; ამასობაში კი კეთილი საქმ...
იხილეთ სრულად
მხოლოდ ის წიგნები უნდა იკითხო, რაც შენი ცხოვრების წესს შეეფერება, თორემ მართალია წმიდა, მაგრამ განუხორციელებელი აზრებით აივსები. ასეთი აზრები უნაყოფო მოქმედებას აღაგზნებს, და ისიც მხოლოდ შენს წარმოდგენაში; ამასობაში კი კეთილი საქმეები, რომლებიც სინამდვილეში შენი ცხოვრების წესს შეეფერება, ხელიდან დაგისხლტება. ამის შედეგად სულ ცოტა, უნაყოფო მეოცნებედ იქცევი, თანაც შენი აზრები მუდმივ დაპირისპირებაში აღმოჩნდებიან შენსავე ქცევასთან; ეს უსათუოდ დაბადებ...
ყოველმა ადამიანმა ის წმ. მამები უნდა აირჩიოს, რომელთა ნაწერებიც მისი ცხოვრების წესს შეეფერება. დაყუდებულმა, დაე, მდუმარეთათვის განკუთვნილი წიგნები იკითხოს, ზოგადცხოვრებულთა მონასტრის წევრმა - ასეთი მონასტრებისათვის განკუთვნილი სახ...
იხილეთ სრულად
ყოველმა ადამიანმა ის წმ. მამები უნდა აირჩიოს, რომელთა ნაწერებიც მისი ცხოვრების წესს შეეფერება. დაყუდებულმა, დაე, მდუმარეთათვის განკუთვნილი წიგნები იკითხოს, ზოგადცხოვრებულთა მონასტრის წევრმა - ასეთი მონასტრებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები, ერში მცხოვრებმა ქრისტიანმა კი - იმ წმ. მამებისა, ვინც თავისი დარიგებებით საერთოდ მთელ საქრისტიანოს მიმართავდა. ყოველი კაცი, რომელ ფენასაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, მამათა ნაწერებში სწავლებათა უხვ წყაროს ჰყო...
წმ. მამათა კითხვა გულმოდგინე, გულისხმიერი და მუდმივი უნდა იყოს: ჩვენს უხილავ მტერს, რომელსაც „სძულან ხმანი კეთილნი“ (იგ. 11, 15), განსაკუთრებული სიძულვილი მაშინ ეუფლება, როდესაც ეს ხმა წმ. მამებისაგან მოდის. სწორედ მამათა ხმა ამხი...
იხილეთ სრულად
წმ. მამათა კითხვა გულმოდგინე, გულისხმიერი და მუდმივი უნდა იყოს: ჩვენს უხილავ მტერს, რომელსაც „სძულან ხმანი კეთილნი“ (იგ. 11, 15), განსაკუთრებული სიძულვილი მაშინ ეუფლება, როდესაც ეს ხმა წმ. მამებისაგან მოდის. სწორედ მამათა ხმა ამხილებს ეშმაკის მზაკვრობასა და უკეთურებას, ამჟღავნებს ბოროტის მახეებს, მის მოქმედებას. ამიტომ ეშმაკი გმობისა და ამპარტავნების გულისსიტყვებს ხმარობს მამათა კითხვის წინააღმდეგ: ცდილობს ამაო ზრუნვა მოუვლინოს მოღვაწეს, რათა გან...
წმ. მამათა წიგნები, ერთ-ერთი მათგანისავე თქმით სარკეს წააგავს: თუ სული ხშირად იხედება ამ სარკეში, საკუთარ ნაკლოვანებათა დანახვას შეძლებს. ეს წიგნები სამკურნალო მცენარეთა მდიდრულ ნაკრებსაც შეიძლება შევადაროთ: სულს შეუძლია მათგან ყო...
იხილეთ სრულად
წმ. მამათა წიგნები, ერთ-ერთი მათგანისავე თქმით სარკეს წააგავს: თუ სული ხშირად იხედება ამ სარკეში, საკუთარ ნაკლოვანებათა დანახვას შეძლებს. ეს წიგნები სამკურნალო მცენარეთა მდიდრულ ნაკრებსაც შეიძლება შევადაროთ: სულს შეუძლია მათგან ყოველი თავისი სალმობისათვის შესაფერისი წამალი აირჩიოს.
მამათა ნაწერების კითხვა, სული წმიდით მოსილი მამების უკიდურესი შემცირების გამო, გახდა უმთავრესი სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც ცხონება სურს - მეტიც, ვინც ქრისტიანული სრულყოფის მიღწევას ესწრაფვის.
წმ. მამათა კითხვა არის მშობელი და მეუფე ყველა სათნოებისა. მათგან ვსწავლობთ წმ. წერილის ჭეშმარიტ გულისხმისყოფას, მართალ სარწმუნოებას, სახარების მცნებებით ცხოვრებას, ამ მცნებების ღრმა პატივისცემას - ერთი სიტყვით, ცხონებას და ქრისტია...
იხილეთ სრულად
წმ. მამათა კითხვა არის მშობელი და მეუფე ყველა სათნოებისა. მათგან ვსწავლობთ წმ. წერილის ჭეშმარიტ გულისხმისყოფას, მართალ სარწმუნოებას, სახარების მცნებებით ცხოვრებას, ამ მცნებების ღრმა პატივისცემას - ერთი სიტყვით, ცხონებას და ქრისტიანულ სრულყოფილებას.