ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
427. როდესაც ფსალმუნთგალობაში ვარჯიშის ან ადამიანებთან შეხვედრისას აზრები შემაწუხებენ და ბაგეებით ღვთის მოხმობის საშუალება არა მაქვს, მაშინ, თუ მას გულში მოვუხმობ ან მხოლოდ გავიხსენებ, საკმარისი არ იქნება ეს შეწევნის მისაღებად?
მწუხარების ჟამს სულმოკლეობას ნუ გამოიჩენ, არამედ ილოცე წმიდა იოანე ოქროპირთან ერთად: "მომანიჭე მე სულგრძელება უფალო!
სთხოვე უფალს, არა მხოლოდ ის, რომ ახლანდელი უბედურებებისგან გიხსნას, არამედ უფრო მეტად ითხოვე, რომ მოგცეს ძალა, გადაიტანო ისინი.
როგორც ღრუბელთა გროვა აბნელებს ჰაერს, წვიმის წამოსვლისთანავე კი ყველგან სიმშვიდე და სინათლე დაისადგურებს: ასევე მწუხარება, ვიდრე ჩვენს შიგნითაა, გონებას გვიბნელებს, ხოლო როცა ლოცვითი სიტყვებითა და ცრემლებით გარეთ გამოაღწევს, სულში... იხილეთ სრულად
წმიდა მამები გვირჩევენ კიდეც, მწუხარების ცრემლი დავღვაროთ. ოღონდ არა - ცრემლი გოდებისა და სასოწარკვეთისა, რომლებიც მხოლოდ გულს გვიგლეჯენ და მწუხარებას უნუგეშოდ აქცევენ, არამედ - ცრემლი, რომელიც უფლისადმი ლოცვით მხურვალებასთანაა შე... იხილეთ სრულად
ფუტკარი თაფლს არ აკეთებს, ვიდრე ყვავილებზე მოსვენებით ზის. ადამიანიც, ვიდრე მოსვენებულ მდგომარეობაში, სიამოვნებასა და ბედნიერებაში იმყოფება, არ გამოაჩენს თავის თავში რწმენის, სიყვარულისა და ლოცვის ნაყოფს.
ნუ დავიწყებთ ტკბობის, ხილვების ძიებას; ჩვენ ცოდვილნი ვართ, ღირსნი არა ვართ სულიერი ტკბობისა და ხილვებისა, უუნარონი ვართ მათ მიმართ ჩვენი სიძველის (ვნებიანობის) გამო. ყურადღებიანი ლოცვით შევეცადოთ ჩვენი გონების თვალნი საკუთარ თავს ... იხილეთ სრულად