
ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ავხორცობა, ანუ ტკბობის სიყვარული, ეს არსებითად ისევე, როგორც თავისმოყვარეობა, საკუთარი თავის მიმართ
ავხორცობა, ანუ ტკბობის სიყვარული, ეს არსებითად ისევე, როგორც თავისმოყვარეობა, საკუთარი თავის მიმართ არასწორი სიყვარულია, როცა ადამიანი თავის თავს საკუთარ სხეულთან აიგივებს. ლოცვა, როგორც გონების გამჭვირვალობას, სიფხიზლეს მოითხოვს, სიამოვნება კი აქრობს გონების სინათლეს. ტკბობა ნერვული აღგზნების კომპლექსებს განეკუთვნება, ამიტომ, როგორც წესი, ის სულიერი დაცარიელებით, დაღლილობითა და სევდით მთავრდება. ნებისმიერი ტკბობა - ეს სულიერი ძალების კარგვაა. ტკბობა, როგორც სუროგატი და სულიერი სიხარულის გაყალბება, ერთადერთი ყველაზე მთავარი მტერია ლოცვისა. ტკბობისადმი სიყვარული ადამიანს ცივსა და ეგოისტს ხდის, ლოცვა მისთვის რაღაც გაუგებარი და უცხო ხდება, მას ის შინაგანად სძულს.
|