სიმდიდრის ქონა სულაც არ ნიშნავს სიმშვიდესა და კმაყოფილებას და იმას, რომ აღარაფერი გინდოდეს. "შენ მწუხარებ, ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - როდესაც მდიდარს ხედავ, ის კი თავისზე მდიდრის დანახვაზე უფრო მეტად წუხს".
მიწიერი ბედნიერება მიწიერი სიკეთეების მოპოვებაში კი არ გამოიხატება, არამედ - სულის სიმშვიდესა და კმაყოფილებაში, რომელიც უმეტესწილად მიუღწეველია იმ ადამიანთათვის, რომლებიც მიწიერი მადლით არიან აღვსილნი.
ზოგიერთი მდიდარია, მაგრამ მწუხარებაშია; მეორე კი ღარიბია, მაგრამ - მხიარული. "ძალიან ნაკლები განსხვავებაა, ოქროს ფიალიდან სვამ თუ თიხისა". - თქვა ერთმა ბრძენმა.
ნუ ცდუნდები, თუ ვინმეს სიმდიდრეს, ფუფუნებასა და დიდებულებას დაინახავ, რამეთუ სიკვდილის შემდეგ თან ვერავინ ვერაფერს წაიღებს. სად არის ახლა სოლომონის სიმდიდრე, ფუფუნება და დიდება?
ცუდი ის კი არ არის, რომ ღარიბი იყო, არამედ უკმაყოფილება ამ სიღარიბით და წუწუნი მასზე, როგორც შენს მტერზე; ცუდია, თუ მდიდრებისა შეგშურდება და სიმდიდრეს მოისურვებ.