ერთმა წმიდა მამამ თქვა: "იფიქრე კეთილზე, რათა ბოროტზე არ იფიქრო, რამეთუ ბოროტ სულს უმოქმედობა არ შეუძლია". ჩვენი გონება ღვთის სიტყვაზე, გულითად ლოცვაზე და მადლმოსილი ფიქრებისკენ უნდა მივმართოთ. ამაო ფიქრებისგან საამო შეგრძნებები წ...
იხილეთ სრულად
ერთმა წმიდა მამამ თქვა: "იფიქრე კეთილზე, რათა ბოროტზე არ იფიქრო, რამეთუ ბოროტ სულს უმოქმედობა არ შეუძლია". ჩვენი გონება ღვთის სიტყვაზე, გულითად ლოცვაზე და მადლმოსილი ფიქრებისკენ უნდა მივმართოთ. ამაო ფიქრებისგან საამო შეგრძნებები წარმოიშობა, კეთილი აზრები კი კეთილ ნაყოფს იძლევა.
არიან მწერები, რომლებიც სიამოვნებით მყოფობენ ტალახში. ასეთია უსაქმური სულიც. მიწი წარმოდგენა არაწმიდა სურათებით ივსება, რომელთაგან ბინძური ვნებები აენთება. ქეიფი, სეირნობა, გასართობები, საძაგელი საქმეები - აი, რა არის მის გონებაში...
იხილეთ სრულად
არიან მწერები, რომლებიც სიამოვნებით მყოფობენ ტალახში. ასეთია უსაქმური სულიც. მიწი წარმოდგენა არაწმიდა სურათებით ივსება, რომელთაგან ბინძური ვნებები აენთება. ქეიფი, სეირნობა, გასართობები, საძაგელი საქმეები - აი, რა არის მის გონებაში!
ადამიანის გულს უსაქმოდ ყოფნა არ ძალუძს; ჩვენს სულს უსაქმოდ ყოფნა არ შეუძლია. თუ გონება წმინდა აზრებით არ არის დაკავებული, მაშინ ის ფუჭი და მავნე აზრებითაა დაკავებული; თუ გულში წმიდა, ზეციური აზრები არ არის, მაშინ იგი არაწმიდა, მღვ...
იხილეთ სრულად
ადამიანის გულს უსაქმოდ ყოფნა არ ძალუძს; ჩვენს სულს უსაქმოდ ყოფნა არ შეუძლია. თუ გონება წმინდა აზრებით არ არის დაკავებული, მაშინ ის ფუჭი და მავნე აზრებითაა დაკავებული; თუ გულში წმიდა, ზეციური აზრები არ არის, მაშინ იგი არაწმიდა, მღვრიე, ხორციელი აზრებით სუნთქავს; თუ ადამიანის ნება ზეცისკენ, ღვთის წმიდა ნების აღსრულებისკენ არ მიიწსრაფის, მაშინ იგი ცოდვის გზით ჯოჯოხეთისკენ მიდის.