წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ერთობ საკვირველი არის, ძმანო ჩემნო, რომელ უკანასკნელსა ამას და საშინელსა წამსა, ოდეს ყოველი კაცი თვით პირისაგან ღვთისა გაიგონებს უკანასკნელსა განჩინებასა და შეიტყობს საუკუნესა ხვედრსა თვისსა, მაცხოვარი სხვას არაფერს არ გაახსენებს და არ უქებს მართალთა თვინიერ ამისა, რომელ იგინი იყვნენ მოწყალენი, თუმცა, უეჭველია, რომ მათ სხვანიცა მრავალნი შეამკობდნენ სათნოებანი. ეგრედვე ცოდვილთა სხვა მიზეზს არაფერს ეტყვის, დააყვედრებს მხოლოდ იმას, რომ იგინი იყვნენ უწყალონი, თუმცა, უეჭველია, იგინი სხვათაცა მრავალთა ცოდვათა იქმოდნენ თავიანთ სიცოცხლეში. რაი არს მიზეზი ამისა? ეს მისთვის, ძმანო ჩემნო, რომელ მოწყალება არის ნაყოფი, ცხად მყოფელი ყოველთა სხვათა სათნოებათა, სარწმუნოებისა, სასოებისა, სიყვარულისა. მზგავსადვე უწყალოება არის ნიშანი და ბეჭედი ყოველთა სხვათა ცოდვათა.
თემა: მოწყალებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
რა იქნება ტანჯვა წარწყმედილთა? ამას ვერ წარმოიდგენს გონება კაცისა სრულებით, მხოლოდ არის თქმული, რომელ იგინი იქნებიან ბნელსა გარესკნელისასა, სადაცა ცეცხლი მათი არა დაშრტების, და მატლი მათი არ დაიძინებს.
თემა: ჯოჯოხეთიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
რასა შინა მდგომარეობს ნეტარება ცხოვნებულთა – ამას კაცის გონება ახლა ვერ წარმოიდგენს, საღმრთო წერილში არის თქმული მხოლოდ ისა, რომელ ცხოვნებული იქნება ბრწყინვალე, ვითარცა მზე, რომელ ღმერთმან მას მოუმზადა ისეთი ნეტარება, რომელი თვალსა კაცისასა არ უნახავს, ყურსა მისსა არ სმენია და გული მისი ვერ წარმოიდგენს.
როდესაც ყოველნი სულნი, რომელიც დაბადებითგან ცხოვრებდნენ ქვეყანასა ზედა, შეიკრიბებიან წინაშე მაცხოვრისა, მაშინ იგი განარჩევს მათ და გაჰყოფს, დაადგენს რა ცხოვნებულთა მარჯვენით თვისსა, და წარწყმედილთა მარცხენით თვისსა, და იქვე ეტყვის ორთავე მხარეთა მიზეზთა, რომლისათვისცა პირველნი იქნებიან ცხოვნებულ, ხოლო მეორენი წარწყმედულ. რას ნიშნავს, ძმანო ჩემნო, რომელ მაშინ მაცხოვარი არცა პირველთა არ ეტყვის, რომ თქვენ გქონდათ სარწმუნოება ჩემი, და არცა მეორეთა მათ არ აყვედრის, რომ მათ არ სწამდათ იგი, არამედ პირველთა გაამართლებს იგი მით, რომელ იგინი იყვნენ მოწყალენი: მშიერთა აჭმევდნენ, შიშველთა ჩააცმევდნენ, სნეულთა ნახვიდნენ; ხოლო წარწყმედილთა გაამტყუნებს იგი მით, რომელი იგინი არ იქმოდნენ არცა ერთსა. ეს იმას ნიშნავს, ძმანო ჩემნო, რომ მოწყალება და სხვანი კეთილნი საქმენი არიან ნაყოფნი სარწმუნოებისა. როგორც ხე იცნობება ნაყოფთაგან, ეგრედვე ღირსება კაცთა – საქმეთა მისთაგან.
თემა: საშინელი სამსჯავროავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
მცირედნი დარჩენილნი რჩეულნი (მეორედ მოსვლის დროს) ცხადად იგრძნობენ მოახლოებასა უფლისასა. უმრავლესნი და თითქმის ყოველნი მაშინდელნი ადამიანნი იქმნებიან დაძინებულნი ცოდვათა შინა, არა რაისა მომლოდებელნი, წარტაცებულნი სიმთვრალითა და სიმაძღრითა. მაშინ უცბად გამოჩნდეს სასწაული ცათა შინა ძისა კაცისა, და მაშინ იტყებდნენ ყოველნი ტომნი ქვეყანისანი და იხილონ ძე კაცისა, მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა, ძალითა და დიდებითა მრავლითა
თემა: მეორედ მოსვლაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ანტიქრისტე – კაცი, საშინელი მძლავრებითა და ცბიერებითა. იგი თავის თავს დაარქვამს ღმერთს, იგი იქმს მრავალთა ცრუთა ძალთა და ნიშებსა, და მით მიიქცევს თვისდამი ყოველთა სუსტთა და გარყვნილთა. და ესრედ, იგი შეავსებს ქვეყნის უსჯულოებასა და დააჩქარებს გამოჩენასა ღვთის სასჯელისასა.
თემა: ანტიქრისტეავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ცნობისმოყვარესა კაცის გულსა და გონებასა ყოველთის სურს შეიტყოს დრო იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისა, გარნა სულმან წმიდამან განგებ არ ინება განსაზღვრება ამისა. რისთვის დაფარა მაცხოვარმან ჩვენგან ეს? „იღვიძებდით უკვე“ – გვიპასუხებს ჩვენ უფალი, – „რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი მოვიდეს“. გარნა, თუმცა საღმრთო წერილი პირდაპირ არ განსაზღვრებს დროსა მეორედ მოსვლისასა, გარნა იგი აღწერს ზოგიერთსა ნიშნებასა სასწაულთა, რომელნი თავის დროზედ ცხად ყოფენ მოახლოვებასა სოფლის აღსასრულისასა.
თემა: მეორედ მოსვლაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ზოგჯერ სინანული გაუჩნდება კაცს მარტო შიშისაგან, ეშინია – ღმერთმა არ დამსაჯოს ჩემი ცოდვებისათვის და ჯოჯოხეთში არ ჩამაგდოსო. რა უნდა ვსთქვათ ამისთანა სინანულზე? დასაწყისში ესეც კარგია. გარნა მარტო შიშით არ უნდა იყოს სინანული. უმეტესად ნაყოფიერი და ჭეშმარიტი სინანული სიყვარულითგან იშობა. თუ გსურს, ძმაო ჩემო, რომ სინანული შენთვის იყოს მეორე შობა და ჭეშმარიტი სინანული მართლა არის მეორე შობა, მზგავსად ნათლისღებისა. ეცადე რომ შენი სინანულიც იყოს ნაყოფი სიყვარულისა. სწუხდე და სტიროდე, რომ განეშორე ზიციერსა მამასა.
თემა: სინანულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი