მონაზვნობა უმოკლესი გზაა განღმრთობისკენ!

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი - ციტატები, ამონარიდები
აღსარების წინ ილოცეთ, რომ ღმერთმა თქვენი ცოდვები დაგანახოთ, მოგანიჭოთ სითამამე მათი აღიარებისა და შეიწიროს თქვენი სინანული.
მთელი ქრისტიანული მოძღვრება ეფუძნება აღდგომის ფაქტს. ამას მე არ ვლაპარაკობ, ამის შესახებ ბრძანებს პავლე მოციქული: „... უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაი ეგე თქუენი“ (I კორ. 15, 17). თუ ქრისტე მკვდრეთით არ აღმდგა... იხილეთ სრულად
ბევრი ადამიანი უმადურია. თუ მათგან მადლობის მიღების იმედი გვაქვს და არ გადაგვიხდიან, დავღონდებით. სჯობს მოლოდინი არაფრის გვქონდეს და მშვიდად ვიქნებით.
ადამიანი მხოლოდ იმ დრომდეა თავისუფალი, სანამ ბატონს არ აირჩევს – ქრისტეს ან ეშმაკს. შემდეგ ძალაში შედის მოვალეობანი. ბევრი ამბობს, რომ ქრისტიანული მოვალეობა თრგუნავს ადამიანს. მაგრამ ქრისტიანობა ღვაწლია.
ადამიანებს მრავალი ნაკლი და უცნაურობა ახასიათებთ და სრულად მათი გამოსწორება შეუძლებელია. ამიტომ არ გვრჩება სხვა გამოსავალი – უნდა მოვითმინოთ და შევეგუოთ ამ თვისებებს.
ადამიანები იმარჯვებენ ორი თვისებით: თავმდაბლობითა და სიყვარულით