მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები
მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები მოწყალება, ქველმოქმედება, გამონათქვამები
პატრაში ხსენებული ქალის ვაჟს ეკლესიაში არ იხსენებენ, რადგან თავი მოიკლა. ერთადერთი, შეუძლია მოწყალება გაიღოს მისთვის და დიდია უფალი, მისი მოწყალების სიღრმე უსასრულოა. თანაც, თუ უნდა, მეუდაბნოეებს გამოუგზავნოს [მოწყალება]. რომელთა ... იხილეთ სრულად
უმთავრესი სულიერი მადლია ჩვენს მიერ ეკლესიაში მიღებული: რწმენა, ლოცვა, აღსარება, ზიარება. აგრეთვე – მარხვა და მოწყალება გაღებული მოყვასისათვის.
დიდებულებს მცირეთა გარეშე, ისევე როგორც მცირეებს დიდებულთა გარეშე არსებობა არ შეუძლიათ.
19. ქონებას ადამიანთა ოთხი ტიპი აგროვებს: სამი ზემოხსენებული და მეოთხე - კარგი მეოჯახე; ცხადია, რომ ეს უკანასკნელი მართებულად იხვეჭს, რათა არ გაღარიბდეს და ყველას საჭიროებისამებრ მიაგოს.
70. სულის გულისთქმის ნაწილის ხშირი აღგზნება სულში ავხორცული საქმეებისადმი დაუძლეველ მიდრეკილებას წარმოშობს, ხოლო გულისწყრომის ხშირი აღშფოთება, გონებას ალაჩრებს და გამბედაობას ართმევს. პირველს კურნავს ხანგრძლივი ღვაწლი მარხვაში, მღ... იხილეთ სრულად
57. სათნოებათაგან ზოგი ხორციელია და ზოგი - სულიერი. ხორციელია: მარხვა, მღვიძარება, შიშველ მიწაზე წოლა, მსახურება, ხელსაქმის კეთება იმისათვის, რომ სხვებს არ დააწვე ტვირთად, მოწყალება გაიღო და სხვა; ხოლო სულიერია: სიყვარული, სულგრძე... იხილეთ სრულად
79. მოწყალება სულის გულისწყრომის ნაწილს კურნავს, მარხვა - ავხორცობას აშთობს; ლოცვა გონებას წმენდს და მას ჭეშმარიტების შესაცნობლად ამზადებს, რადგან სულიერ შესაძლებლობათა მიხედვით მოგვცა უფალმა მცნებები.
26. არა მარტო ქონების გაცემით გამოიხატება სიყვარული, არამედ კიდევ უფრო მეტად - ღვთის სიტყვის ქადაგებითა და ხორციელი შეწევნით.