მღვიძარება, სიფხიზლე - ციტატები, გამონათქვამები
მღვიძარება, სიფხიზლე - ციტატები, გამონათქვამები მღვიძარება, სიფხიზლე, გამონათქვამები
გემოთმოყვარე შრომობს და დარდობს იმაზე, როგორ ამოივსოს მუცელი საჭმლით; ხოლო როდესაც შეჭამს, იტანჯება საჭმლის მონელების დროს; თავშეკავებას კი თან ახლავს ჯანმრთელობა და სიფხიზლე.
საჭიროა, გვქონდეს უდიდესი სიფხიზლე, რადგან ჩვენს მტერს (ეშმაკს) არ სძინავს; იგი დიდი ხნის წინ გამოიდევნა სასუფევლიდან, ახლა კი არ სურს ვინმეს ზეცად აღსვლის დაშვება.
რატომ დაუშვა უფალმა ეშმაკის გამოცდა ჩვენზე? - იმისათვის, რომ ეშინოდა და ელოდა მის ბრძოლას, რომ მუდმივი სიფხიზლითა და მასზე გამარჯვებით გვირგვინები გაგვემრავლებინა.
ოცნების შედეგია საკუთარ სულზე სიფხიზლის დაკარგვა, გონების მიმოტაცება და ლოცვისას გულის გასასტიკება, ამათგან კი სულიერი აშლილობა ჩნდება.
როგორც გემი ვერ გაცურავს წყლის გარეშე, ასევე შეუძლებელია გონების დაცვა სიფხიზლისა და სიმდაბლის, მარად უფლის სახელის ხსენების გარეშე.
ვისაც დრო ამაოდმეტყველების სიფხიზლეში გაჰყავს, იგი უკეთესად მოიქცეოდა, თუ დაიძინებდა.
ვიფხიზლოთ, შვილებო, ვაიძულოთ თავი. რას ვუცდით? აღსასრული გვიახლოვდება და იხილეთ სრულად