წუთისოფლის ამაოება - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფლის ამაოება - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფლის ამაოება, გამონათქვამები, ციტატები
ხშირად ადამიანი ვერ უმკლავდება წუთისოფლის ამაო ყოფას, მის მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა კოლიზიებს; მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობა, ურთიერთგამომრიცხავ გარემოებათა თავმოყრა, გზა ფართო და გზა ვიწრო... აბნევს მის ცნობიერებას. იხილეთ სრულად
რად უღირს ადამიანს ეს სოფელი, თუ მას მალე უნდა განეშოროს და გაქრეს, როგორც ზმანება.
სახელიც, სიმდიდრეცა და სხვა წარმავალი უპირატესობებიც, რომელთა მოხვეჭასაც დაბრმავებულმა ცოდვილმა მთელი ამსოფლიური ცხოვრება, სულისა და ხორცის ყველა ძალა შეალია, უნდა დატოვოს მან იმ წუთებში, როდესაც სულს იძულებით შემოაძარცვავენ სამოს... იხილეთ სრულად
ამქვეყნიური დიდება ამაოა იმიტომაც, რომ ის ვერასდროს შეედრება ზეციურ დიდებას. მთელი ეს ხრწნადი სამყარო ისეთივე არარაობაა, როგორც ერთი წამი მარადიულობასთან შედარებით. მისი დიდება ამაოა, ვინაიდან მსწრაფლწარმავალია. მთელი ჩვენი ცხოვრე... იხილეთ სრულად
თქვენ ფლობთ ველ–მინდვრებს, ბაღებს, ტბებს, კორომებს და კიდევ რაღას არ? ხოლო მიწის მცირედი ნაკუწი, რომელიც სიგანით ორი ნაბიჯია, სიგრძით კი – ექვსი, იქნება თქვენი საცხოვრისი და ერთი ქვა იკმარებს თქვენს სადარაჯოდ.
781. სასურველია თუ არა საქმის ფაქიზად შესრულება? მაგალითად, სახლის მშენებლობის ან სხვა რამის კეთებისას?
603. თუ საჭიროდ მივიჩნიე, რომ ნეტარი აბბას დადგენილ ანდერძში რაღაცა შესაცვლელია, ან სავანეში რაიმე შესასწორებელია, დამრთავ ამის ნებას თუ არა?