განუწყვეტელი ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
განუწყვეტელი ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები განუწყვეტელი ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები
ხომ განუწყვეტლივ შევისუნთქავთ ჰაერს; აი, ასევე განუწყვეტლივ უნდა ვაქებდეთ და ვუგალობდეთ უფალს მაშინაც კი, როდესაც ვსაქმიანობთ, სიბრძნით აღსავსე და ღმრთისმოყვარე გონებას ძალუძს განუწყვეტლივ იხსენებდეს ღმერთს. „მოვიხსენე ღმრთისაი და... იხილეთ სრულად
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უფლის სახელის განუწყვეტელი მოხმობა მკურნალობაა, რომელიც კლავს ვნებებსაც და მათ მოქმედებასაც. როგორც ექიმი შეურჩევს მკურნალობას ან სალბუნს ავადმყოფის ჭრილობას და ისინი მოქმედებენ ისე, რომ ავადმყოფმა არც კი იც... იხილეთ სრულად
საჭიროა განუწყვეტელი ლოცვა იმისათვის, რომ სხვა რაიმე უკეთური ზრახვა არ შემოვიდეს თქვენს გონებაში, არ დამკვიდრდეს იქ და არ განგაშოროს უფალსა.
საუბრის დროსაც, საუბრის დაწყებამდე, საუბრის შემდეგაც და ყოველ ჟამს და ყოველ ადგილას უნდა ვუხმობდეთ ღმრთის სახელს. წმიდა წერილი ამბობს: „მოუკლებელად ილოცევდით“ (1 თესალ. 5, 18), რამეთუ ამით განქარდება ყოველი განსაცდელი.
როცა ღვთის მადლში ვართ, მაშინ ჩვენი ლოცვა ხდება წმინდა. ვილოცოთ განუწყვეტლივ, საწოლშიც, დასაძინებლად რომ ვემზადებით, ან როცა ვისვენებთ.
რატომ ლოცულობ მხოლოდ უბედურების ჟამს? ამით ამცირებ საკუთარ თავს და შეურაცხყოფ უფალს. შემოქმედი ჩვენგან ელის, რომ ყოველთვის ვგრძნობდეთ მის თანამყოფობას და განუწყვეტლივ ვიმყოფებოდეთ მასთან ლოცვით ურთიერთობაში: „მოუკლებელად ილოცევდით... იხილეთ სრულად
მოწამენი წამების დროს ძლიერ ტკივილებს განიცდიდნენ. ჩვეულებრივ ადამიანსაც იგივე ტკვივილი ექნებოდა. განსხვავება ის არის, რომ მოწამენი მუდმივად ლოცვით ქრისტესთან იყვნენ შეერთებული და მისგან იღებდნენ ძალას, რომელიც მათ ტკივილს აღემატე... იხილეთ სრულად
მე ვლოცულობ, გამუდმებით ვლოცულობ. არც კი მესმის, როგორ შეიძლება გაატარო დრო ლოცვის გარეშე. ჭეშმარიტად, ლოცვა სულის სუნთქვაა.
თითოეული მოსაგრის სანუკვარი ოცნებაა მოუკლებლად ილოცოს, რომ ლოცვა გულში მარადის ცოცხლობდეს და მოქმედებდეს; რომ ლოცვის ცოცხალი, გამოუთქმელი, მადლმოსილი ნიჭი სიტყვიერი თუ უსიტყვო ლოცვისას, ტაძარშიც, სენაკშიც, ყოფით საქმესა და ძილშიც ... იხილეთ სრულად
დაე, ნურავინ იფიქრებს, ჩემო ძმებო, ქრისტიანებო, თითქოს მხოლოდ სამღვდელო პირებსა და მონაზვნებს ევალებათ განუწყვეტლივ და მარადის ლოცვა, და არა -ერისკაცებს. არა, არა! ჩვენ ყველას, ქრისტიანებს გვევალება ყოველთვის ლოცვაში ვიმყოფებოდეთ.... იხილეთ სრულად