მღვიძარებასთან ერთად გულისსიტყვების მიმართ სიფხიზლე გამოვიჩინოთ, რადგან მათგან იწყება დაცემა. ასე რომ, ამ დასაწყისს – გულისსიტყვებს, მხნედ შევებრძოლოთ და ჩვენი უდებების გამო გაძლიერების საშუალება არ მივცეთ, არამედ მოსვლისთანავე მოვიშოროთ წარმოსახვა და მრისხანედ ავიღოთ ხელში სულის მახვილი – სიტყვა ღვთისა, ანუ „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". როცა ტკბილ იესოს ვუხმობთ, ის მაშინვე მოდის ჩვენს დასახმარებლად, ეშმაკები კი მეყსეულად გვშორდებიან.
დრო მცირეა და როდის ამოიწურება, არ ვიცით. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, ყოველი ბოროტი გულისსიტყვა მრისხანებითა და მხურვალე ლოცვით განვაგდოთ ჩვენგან; ხოლო თუ ცრემლსაც დავღვრით, დიდ სარგებელს ვნახავთ, რადგან ცრემლები სულს განწმენდს და თოვლ...
იხილეთ სრულად
დრო მცირეა და როდის ამოიწურება, არ ვიცით. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, ყოველი ბოროტი გულისსიტყვა მრისხანებითა და მხურვალე ლოცვით განვაგდოთ ჩვენგან; ხოლო თუ ცრემლსაც დავღვრით, დიდ სარგებელს ვნახავთ, რადგან ცრემლები სულს განწმენდს და თოვლზე მეტად განასპეტაკებს.
ბოროტი აზრებისა და წარმოდგენების თავიდან მოშორებისას არ უნდა ვიყოთ ნელთბილნი, რადგან ყოველი ცოდვა მათგან იღებს სათავეს. მაშასადამე, თუ გულმოდგინედ ამოვძირკვავთ ბოროტ აზრებსა და წარმოდგენებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ვნებებისგან განწმენდი...
იხილეთ სრულად
ბოროტი აზრებისა და წარმოდგენების თავიდან მოშორებისას არ უნდა ვიყოთ ნელთბილნი, რადგან ყოველი ცოდვა მათგან იღებს სათავეს. მაშასადამე, თუ გულმოდგინედ ამოვძირკვავთ ბოროტ აზრებსა და წარმოდგენებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ვნებებისგან განწმენდის სისტემატურ ბრძოლას ვეწევით, რის შემდეგაც ადამიანი სულიერი და გონებრივი მღელვარებისგან თავისუფლდება. და პირიქით, თუ ბოროტი გულისსიტყვებისა და წარმოდგენებისგან გონების განწმენდისას უდებებას გამოვიჩენთ, შედეგი ის იქნება, ...
სულიერ ცხოვრებაში წარმატება რომ გვქონდეს, აუცილებელია მოვიცილოთ სხვადასხვა ბოროტი გულისსიტყვა და უხამსი წარმოდგენები, რომლებიც გვიწვევს და ჩვენი სულის შებილწვას ცდილობს.
განაგდე გონებიდან ყოველი სახე ან საკითხი, რაც გაშფოთებს და განსაცდელში გაგდებს. გონების წარმოსახვითი ნაწილი ნებისმიერი ადამიანის ხატებისგან გაათავისუფლე, განუწყვეტლივ იმეორე იესოს ლოცვა ბაგეებით და მაშინვე დაინახავ ამ გზის სარგებე...
იხილეთ სრულად
განაგდე გონებიდან ყოველი სახე ან საკითხი, რაც გაშფოთებს და განსაცდელში გაგდებს. გონების წარმოსახვითი ნაწილი ნებისმიერი ადამიანის ხატებისგან გაათავისუფლე, განუწყვეტლივ იმეორე იესოს ლოცვა ბაგეებით და მაშინვე დაინახავ ამ გზის სარგებელს.