ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები ღვთის შიში, გამონათქვამები, ციტატები
394. ზოგჯერ რომელიმე ნივთი მაცდუნებს ხოლმე და მოულოდნელად აღმოჩდება, რომ შეცდომით ვცდუნდი, რის გამოც სირცხვილი მეუფლება. ეს ღვთის დაშვებითაა ჩემს გამოსასწორებლად თუ ბოროტისგანაა განსასჯელად?
392. როდისაა შესაფერისი დრო, რომ გონებაში ღმერთი და მისდამი შიში გავიხსენო, რათა მათ ცოდვების გამოსასწორებლად გული დამირბილონ?
შინაგანი ცოდვა შეუმჩნეველია. მას ადამიანები ვერ ხედავენ, მაგრამ ხედავს ღმერთი. თუ არ გვეშინია და არ გვერიდება ადამიანებისა, რადგან მათთვის იგი (ცოდვა) უხილავია, უნდა გვეშინოდეს ღმერთისა, რამეთუ ეს აზრით გამოხატული ზნეობრივი დანაშა... იხილეთ სრულად
რაც არ უნდა დიდი იყოს ვნების ძალა, თუ ღვთის შიშით შეიზღუდავ თავს, მის დამარცხებას მაინც შეძლებ.
მებაღე ნორჩ, ახლადდანერგულ ხეს მიწაში მყარად დამაგრებულ სარზე მიაბამს, რათა ქარმა არ ამოგლიჯოს იგი და ზედმეტ ამონაყარს აჭრის, რათა მათ ზიანი არ მიაყენონ და არ დააჭკნონ ნორჩი მცენარე. ასევე მოექეცით თქვენს შვილებს: მათი გულები ღვთი... იხილეთ სრულად
როგორ ფრთხილად უნდა წარმოვთქვათ სიტყვები უფლის შესახებ, როგორი სიმდაბლით, წინდახედულობით, რომ არ განვარისხოთ ღმერთი - სიტყვა, მამითა და სულითა წმიდითა.
თუკი ადამიანს ღმერთის სიყვარულის მოხვეჭა სურს ყველა სხვა მოსახვეჭელზე მეტად, იგი, უპირველეს ყოვლისა, ღმრთის შიშით უნდა აღივსოს.
უფლის შიში დიდება და პატივია, შვება და გვირგვინია სიხარულისა. უფლის შიში გულს ატკბობს და შვებას, სიხარულსა და დღეგრძელობას ანიჭებს. უფლის მოშიშს ბოლო კეთილი ექნება და იკურთხება თავისი აღსასრულის დღეს. სიბრძნის ს... იხილეთ სრულად