
ნერონი ჯერ აქებდა თავის დედას, რომელსაც იგი ბიწიერებისაკენ მიჰყავდა, მაგრამ როდესაც ამან უფსკრულში ჩაიყვანა, დასწყევლა იგი
ნერონი ჯერ აქებდა თავის დედას, რომელსაც იგი ბიწიერებისაკენ მიჰყავდა, მაგრამ როდესაც ამან უფსკრულში ჩაიყვანა, დასწყევლა იგი
ბავშვი გაიხარებს და შეგაქებს, თუ ციგაზე მჯდობს მთაზე ხელს ჰკრავ, მაგრამ როდესაც დაიმტვრევა, შენი, როგორც თავისი უბედურების მიზეზის წყევლას დაიწყებს
ცოდვილნი ქებით აგავსებენ, როცა მათ ცოდვებს გაამართლებ, მაგრამ, უმჯობესია, არ მიეკარო მათ სასიკვდილო სარეცელს
ხშირად თუ რაიმე სათნოება გაგვაჩნია, ღმერთი გვიმალავს მას, რათა სიმდაბლე შევიძინოთ; რადგან, ვინც გვაქებს და უფრო მეტად - ვინც ქებით გვაცდუნებს, ჩვენს სიმდიდრეზე გვიხელს თვალს, ხოლო ეს სიმდიდრე დანახვისთანავე იღუპება და უჩინარდება
ვინც გვაქებს, ეშმაკების მსახური და ამპარტავნების წინამძღვარია. იგი ანადგურებს ლმობიერებას, ღუპავს სათნოებებს, ჭეშმარიტ გზას აგვაცდენს. "შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზაკვალი აგირიეს" (ეს. 3,12) - ამბობს წინასწარმეტყველი
დიდია ის კაცი, ვინც სიხარულით მიიღებს გინებას, ხოლო წმინდა და პატიოსანია იგი, ვინც ქებას თავს უვნებლად გაარიდებს
"ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაი, გარნა სულმანვე კაცისამან" (1 კორ. 2,11). ამგვარად, უნდა რცხვენოდეს ყველას, ვინც პირში აქებს ადამიანებს
დიდი საქმეა, თუ სულს კაცობრივ ქებას განარიდებ, მაგრამ ამაზე დიდი ეშმაკეული ქების განრიდებაა
43. ერთხელ ერთი წმინდა და გამოცდილი ბერი მიამბობდა: ძმათა შორის ვიყავი და პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების ეშმაკები მოვიდნენ; ერთი მარჯვნიდან ამომიდგა, მეორე - მაცხნიდან; ერთი პატივმოყვარეობით თითით გვერდში მირტყამდა და მიწვევდა... იხილეთ სრულად
როდესაც მაქებრები - და ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით - მაცდურნი ქებას გვიწყებენ, გულის სიღრმეში ჩვენი ცოდვები და ჩვენს მიერ ქმნილი მრავალი უსჯულოება გავიხსენოთ და საკუთარი უღირსება ამგვარად შევიცნოთ