ესა თუ ის ხალხი საუკუნეთა მანძილზე აყალიბებს თავის კულტურას, ენას, ხასიათს; ხელოვნების, მეცნიერების, ლიტერატურის... დონე მისი გენიის მაჩვენებელია. მაგრამ ერის სულის ყველაზე ნათელი გამოხატულება მაინც ენაა. იგია იდუმალი და აუხსნელი ...
იხილეთ სრულად
ესა თუ ის ხალხი საუკუნეთა მანძილზე აყალიბებს თავის კულტურას, ენას, ხასიათს; ხელოვნების, მეცნიერების, ლიტერატურის... დონე მისი გენიის მაჩვენებელია. მაგრამ ერის სულის ყველაზე ნათელი გამოხატულება მაინც ენაა. იგია იდუმალი და აუხსნელი საუნჯე, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და პატრონობა სჭირდება.
როგორი დიდი ოჯახიც არ უნდა ჰქონდეს კაცს, ნათესავებისა და მეგობრების რა ფართო წრეშიც არ უნდა ტრიალებდეს ადამიანი, ადრე თუ გვიან მარტოობა მაინც ეწვევა. მორწმუნეთათვის ეს არ ნიშნავს ყველასაგან გარიყვას, რადგანაც გრძნობენ უფლის სიახლო...
იხილეთ სრულად
როგორი დიდი ოჯახიც არ უნდა ჰქონდეს კაცს, ნათესავებისა და მეგობრების რა ფართო წრეშიც არ უნდა ტრიალებდეს ადამიანი, ადრე თუ გვიან მარტოობა მაინც ეწვევა. მორწმუნეთათვის ეს არ ნიშნავს ყველასაგან გარიყვას, რადგანაც გრძნობენ უფლის სიახლოვეს, ყოვლისშემძლე ზეგარდმო ძალას და მის შეწევნას; მაგრამ ღვთისაგან განდგომილთათვის მარტოობა მეტად ძნელია. თავდაპირველად მათ ეჩვენებათ, რომ სიმშვიდე და მყუდროება მოიპოვეს და კმაყოფილნიც არიან ამით. შემდეგ იწყება ფიქრი საკ...
ახალგაზრდებს მეტი დაკვირვება მართებთ ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. სიყვარული, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ სხვა გარემოებებსაც უნდა მიექცეს ყურადღება: გასათვალისწინებელია ინდივიდთა შესატყვისობა ხასიათით, კულტურით, განათლებ...
იხილეთ სრულად
ახალგაზრდებს მეტი დაკვირვება მართებთ ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. სიყვარული, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ სხვა გარემოებებსაც უნდა მიექცეს ყურადღება: გასათვალისწინებელია ინდივიდთა შესატყვისობა ხასიათით, კულტურით, განათლებით, ასაკით... რათა არ დაირღვეს წონასწორობა მათ შორის მსხვერპლის გაცემასა და მის მიღებაში. მეორე პირობა კი არის მათი უნარი, მთლიანად ეკუთვნოდნენ ერთმანეთს, ხელი შეუწყონ ურთიერთს ნაკლოვანებათა დაძლევასა და განწმენდაში, რათ...
ცოლ-ქმარმა რომ საიქიო ნეტარება მოიპოვოს, მათი ოჯახი უნდა იყოს ზნეობრივი, რაც გულისხმობს ურთიერთშორის სიყვარულითა და ერთგულებით, ნდობითა და პატივისცემით სავსე სულიერ დამოკიდებულებას, მოვალეობის გრძნობას საკუთარი თავის, მეუღლის, შვი...
იხილეთ სრულად
ცოლ-ქმარმა რომ საიქიო ნეტარება მოიპოვოს, მათი ოჯახი უნდა იყოს ზნეობრივი, რაც გულისხმობს ურთიერთშორის სიყვარულითა და ერთგულებით, ნდობითა და პატივისცემით სავსე სულიერ დამოკიდებულებას, მოვალეობის გრძნობას საკუთარი თავის, მეუღლის, შვილების, ერისა და ღვთის წინაშე.
ბოლო დროს, სულ უფრო მატულობს დარღვეულ ოჯახთა რიცხვი. მიზეზი კვლავ ურწმუნოებაა. ცოლ-ქმრულ კავშირს არა აქვს რელიგიური საფუძველი, ახალგაზრდები სულიერად მოუმზადებელნი არიან ამ საიდუმლოს აღსრულებისათვის. ისინი მხოლოდ სიამოვნებას მიელტვ...
იხილეთ სრულად
ბოლო დროს, სულ უფრო მატულობს დარღვეულ ოჯახთა რიცხვი. მიზეზი კვლავ ურწმუნოებაა. ცოლ-ქმრულ კავშირს არა აქვს რელიგიური საფუძველი, ახალგაზრდები სულიერად მოუმზადებელნი არიან ამ საიდუმლოს აღსრულებისათვის. ისინი მხოლოდ სიამოვნებას მიელტვიან და ავიწყდებათ, რომ ოჯახი არის მოწოდება, რომლის წმინდა ვალდებულებებიც მათ ღირსეულად უნდა აღასრულონ, რადგანაც ვალდებულებების გარეშე სიყვარული ცხოველურ ყოფას უახლოვდება; ავიწყდებათ, რომ ისინი არ არიან მხოლოდ წუთისოფლისთ...