წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
როგორადაც შეუძლებელია, რომ კეთილად იცხოვროს კაცმა, თუ კეთილი ლოცვა არ იცის, მზგავსადვე, შეუძლებელია კეთილად, ნაყოფიერად ილოცოს კაცმა, თუ არ სურს ატაროს ქრისტიანულად ცხოვრება. ჩვენ ცუდად ვსცხოვრობთ მისთვის, რომ ცუდად ვლოცულობთ; გარნა მეორე მხრით, ცუდად ვლოცულობთ მისთვის, რომ ცუდი ცხოვრება გვაქვს.
თემა: ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
თუ შენ გრწამს უფალი იესო ქრისტე, საითგან არის ისა, რომ შენ სოფლის თქმას და ჩვეულებას უფრო უსმენ, ვიდრეღა სახარებას? შენ გრწამს სულიწმიდა, ეკლესია; მაშ რისთვისღა უგდებ ყურს ყოველთა ზღაპართა და სიცრუეთა სოფლიურთა, ანუ ღვთის წინააღმდეგ სიტყვათა ცრუ სწავლულთასა, და არა ისმენ, რასაც გეტყვიან მწყემსნი ეკლესიისანი? რა სარგებელი არს შენთვის, რომ დილით და საღამოთი ღაღადჰყო: „მწამს ღმერთი“ და ცხოვრობ, ვითარცა ურწმუნო.
თემა: რწმენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
შემდგომად ლოცვისა საჭიროა, რომ თვით საქმით ვეძიებდეთ და ვასრულებდეთ მას, რაც ვთხოვეთ ღმერთსა ლოცვაში.
თემა: ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
თვით ლოცვის დროს საჭიროა და მიუცილებელი, რომ ჩვენი გრძნობა, განზრახვა და სული ეთანხმებოდეს ლოცვაში წართქმულ სიტყვებსა, რომ ნამდვილად გვსურდეს ის, რასაც წარვსთქვამთ სიტყვებით.
თემა: ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
პირველ ლოცვისა საჭიროა მომზადება, დალაგება სულისა და გულისა. „ლოცვის დაწყებადმდე განამზადე თავი შენი და ნუ იქმნები, ვითარცა კაცი გამომცდელი ღვთისა“ – იტყვის ისუ ზირაქი (18.23). კაცი ვინმე ხელმწიფესთან წარდგომად თუ მიდის, ბეჯითად მოამზადებს თავის თავს, უკეთესს ტანისამოსს ჩაიცვამს, სიტყვა–პასუხს მოამზადებს და დაალაგებს. ღვთის სახლში მიდიხარ, ღმერთს უნდა წარუდგე, ნუთუ ეს შეიძლება მოუმზადებლად? წინადვე უნდა იფიქრო, ვინ ხარ შენ, სად მიდიხარ, რას აპირობ.
თემა: ლოცვა, ლოცვისთვის მომზადებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
სამი ნაკლულევანება აქვს ჩვენს ლოცვას, რომლისა გამო იგი ხშირად არა თუ სასარგებლო შეიქმნება, არამედ უკანონო და წინააღმდეგი. პირველად, ჩვენ ვლოცულობთ მოუმზადებელად; მეორედ, ვლოცულობთ, მაგრამ მართლა კი არ გვსურს გულწრფელად, რასაც ვითხოვთ; ბოლოს, ლოცვაში ერთსა ვითხოვთ, საქმით კი სხვას ვიქმთ.
თემა: ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ყოველი გარეგანი მოქმედება იმით აიწონება და დაფასდება ღვთის წინაშე, რა განზრახვით არის, რომელი წყაროისაგან მომდინარეობს. მარხვა, მსხვერპლის შეწირვა, ლოცვა მაშინ შეერაცხება კაცს მადლად, როდესაც იგინი მომდინარეობენ ჭეშმარიტის სინანულისაგან, როდესაც იგინი გამოთქვამენ შინაგანსა კაცის გრძნობასა, როდესაც იგინი დახატვენ ჭეშმარიტსა სახესა კაცის სულისასა. ჩვენ, ქრისტიანეთა, სასმელი და საჭმელი გამოვიცვალოთ (ვიმარხულოთ), მსხვერპლი შევსწიროთ ისე და იმ განზრახვით, რომ ესენი შეეწეოდეს სულიერსა ჩვენსა წარმატებასა და სისრულესა.
მოყვსის განკითხვა და დაწუნება ყოველთვის ცოდვა არის, გარნა ლოცვაში უდიდესი ცოდვაა. ლოცვაში კაცი თავის თავს უნდა დაიწუნებდეს, კიდეც მართალი და კარგი კაციც რომ იყოს და არა სხვას ვისმეს მოყვასთაგანს განიკითხავდეს.
თემა: ლოცვა, განკითხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
საკმაო არ არის, ძმანო ჩემნო, რომ ქრისტიანე კაცი ცოდვებს არ იქმოდეს, არამედ სათნოებაც უნდა ჰქონდეს. არ გეყოფა შენ სულის საცხოვნებლად მარტო ის, თუ მტაცებელი არა ხარ, არამედ მოწყალებაც უნდა გქონდეს. მცირე არის, თუ სიცრუე არ გიყვარს, სიმართლისათვის თავი გადადებული უნდა გქონდეს. არა თუ მემრუშე არ უნდა იყო, არამედ გულშიც უნდა არ გაარონიო უწმინდური აზრი, ქალსაც არ შეხედო ცუდის აზრით
თემა: სათნოებებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი