ხილულ და დროებით სამყაროში, რომელშიც ცხოვრობ, არაფერია უძრავი, არამედ ყველაფერი მიდის და გადაივლის. შენი ცხოვრებაც მიედინება და გადის; როგორც ჩანს, ხანდახან სხეულით ისვენებ, მაგრამ შენი იდუმალი ზრახვები და საიდუმლო სურვილები განუწ...
იხილეთ სრულად
ხილულ და დროებით სამყაროში, რომელშიც ცხოვრობ, არაფერია უძრავი, არამედ ყველაფერი მიდის და გადაივლის. შენი ცხოვრებაც მიედინება და გადის; როგორც ჩანს, ხანდახან სხეულით ისვენებ, მაგრამ შენი იდუმალი ზრახვები და საიდუმლო სურვილები განუწყვეტლივ მოძრაობაში არიან; ამიტომაც თუ ცხონების გზით არ მიდიხარ, მაშინ ნამდვილად დაღუპვის გზას ადგახარ, ანდა, თუ არ მიდიხარ, ეცემი, - სულიერი ცხოვრებიდან ხორციელში, ადამიანური ცხოვრებიდან ცხოველურში გადადიხარ და ვერც შეამ...
ადამიანის სული ამ სოფელში ძალიან ჰგავს ხომალდს, რომელიც ტალღების საპირისპირო მიმართულებით მიცურავს; ერთ ადგილზე გაჩერება დაუშვებელია და თუ იგი არ გამოიყენებს ძალისხმევას წინ წასასვლელად, სიღრმეში შთაინთქმება.
თუ ჩვენს ძალებს კეთილ საქმეებში არ ვავარჯიშებთ, უცილობლად გადავიქცევით რაღაც ცუდად და მანკიერად; ისევე, როგორც მდინარეში ან დინების საწინააღმდეგოდ მივცურავთ, ან - მივდევთ მას.
სულიერი ცხოვრება ისეთია, რომ თუ წინ არ მივიწევთ, აუცილებლად უკან ვბრუნდებით; თუ სიკეთისათვის სიფხიზლეს შევწყვეტთ, კეთილის ქმნისათვის ძალა აღარ გვექნება; რამდენადაც უფლისათვის არ ვცხოვრობთ, იმდენად ვცხოვრობთ ცოდვისათვის; და რაც მეტ...
იხილეთ სრულად
სულიერი ცხოვრება ისეთია, რომ თუ წინ არ მივიწევთ, აუცილებლად უკან ვბრუნდებით; თუ სიკეთისათვის სიფხიზლეს შევწყვეტთ, კეთილის ქმნისათვის ძალა აღარ გვექნება; რამდენადაც უფლისათვის არ ვცხოვრობთ, იმდენად ვცხოვრობთ ცოდვისათვის; და რაც მეტად ვცხოვრობთ ცოდვისათვის, მით ნაკლებად ვცხოვრობთ უფლისათვის.