სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ერთმა ძმამ ამბა სისოს ჰკითხა: - "ამბა! რა ვქნა? დავეცი". ბერმა უპასუხა: -"ადექი". ძმამ უთხრა: - "ავდექი, მაგრამ კვლავ დავეცი". ბერმა უპასუხა: - "კვლავ ადექი". - "სადამდე უნდა დავეცე და ავდგე?" - კვლავ ჰკითხა ძმამ. - "სიკვდილამდე." - მიუგო ბერმა. ერთმა ძმამ ამბა სისოს ჰკითხა: - ! რა ვქნა?

შეუძლებელია არ დაეცე, მაგრამ საჭიროა და ვალდებულიც ხარ, რომ დაცემული ადგე. თუ სწრაფად მორბენალი რაიმეს დაეჯახა, მეყსეულად ადგება და კვლავ მიზნისაკენ აგრძელებს გზას. - მიბაძე მას. შეუძლებელია არ დაეცე, მაგრამ საჭიროა და

ხილულ და დროებით სამყაროში, რომელშიც ცხოვრობ, არაფერია უძრავი, არამედ ყველაფერი მიდის და გადაივლის. შენი ცხოვრებაც მიედინება და გადის; როგორც ჩანს, ხანდახან სხეულით ისვენებ, მაგრამ შენი იდუმალი ზრახვები და საიდუმლო სურვილები განუწყვეტლივ მოძრაობაში არიან; ამიტომაც თუ ცხონების გზით არ მიდიხარ, მაშინ ნამდვილად დაღუპვის გზას ადგახარ, ანდა, თუ არ მიდიხარ, ეცემი, - სულიერი ცხოვრებიდან ხორციელში, ადამიანური ცხოვრებიდან ცხოველურში გადადიხარ და ვერც შეამჩნევ, როგორ ჩავარდები ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში, ორმაგ სიკვდილში. ხილულ და დროებით სამყაროში, რომელშიც ცხოვრობ

ცხონების გზაზე სიკვდილამდე არ უნდა შევყოვნდეთ და შევჩერდეთ. ზნეობრივი სრულყოფილების რა ხარისხსაც არ უნდა მიაღწიო, მაინც სულ წინ უნდა ისწრაფოდე. ცხონების გზაზე სიკვდილამდე არ უნდა შევყოვნდეთ

ადამიანის სული ამ სოფელში ძალიან ჰგავს ხომალდს, რომელიც ტალღების საპირისპირო მიმართულებით მიცურავს; ერთ ადგილზე გაჩერება დაუშვებელია და თუ იგი არ გამოიყენებს ძალისხმევას წინ წასასვლელად, სიღრმეში შთაინთქმება. ადამიანის სული ამ სოფელში ძალიან ჰგავს

თუ ჩვენს ძალებს კეთილ საქმეებში არ ვავარჯიშებთ, უცილობლად გადავიქცევით რაღაც ცუდად და მანკიერად; ისევე, როგორც მდინარეში ან დინების საწინააღმდეგოდ მივცურავთ, ან - მივდევთ მას. თუ ჩვენს ძალებს კეთილ საქმეებში არ

სულიერი ცხოვრება ისეთია, რომ თუ წინ არ მივიწევთ, აუცილებლად უკან ვბრუნდებით; თუ სიკეთისათვის სიფხიზლეს შევწყვეტთ, კეთილის ქმნისათვის ძალა აღარ გვექნება; რამდენადაც უფლისათვის არ ვცხოვრობთ, იმდენად ვცხოვრობთ ცოდვისათვის; და რაც მეტად ვცხოვრობთ ცოდვისათვის, მით ნაკლებად ვცხოვრობთ უფლისათვის. სულიერი ცხოვრება ისეთია, რომ თუ წინ არ

აქ, დედამიწაზე, ადამიანისთვის შესაძლებელი სრულყოფილება - მხოლოდ სრულყოფილებისაკენ განუწყვეტელ და გამუდმებულ მისწრაფებაში მდგომარეობს (ფილ. 3, 13-15). აქ, დედამიწაზე, ადამიანისთვის შესაძლებელი

ის, ვინც კარგია, გამუდმებით უნდა შრომობდეს, რათა უკეთესი გახდეს ის, ვინც კარგია, გამუდმებით უნდა შრომობდეს

ჩვენი სრულყოფილება სრულყოფის განუწყვეტელი პროცესია ჩვენი სრულყოფილება სრულყოფის განუწყვეტელი

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2