ჩვენი სამშობლო ზეცაშია, აქ კი უცხო ქვეყანაა, რომლითაც ზეცისკენ მივდივართ. ამიტომაც ვართ ზოგჯერ აქ ასე მოწყენილები, რომ არანაირი მიწიერით არ ძალგვიძს, გავფანტოთ ჩვენი იდუმალი ნაღველი; ეს ზეცის მონატრების ნაღველია, როგორც - მშობლიურ...
იხილეთ სრულად
ჩვენი სამშობლო ზეცაშია, აქ კი უცხო ქვეყანაა, რომლითაც ზეცისკენ მივდივართ. ამიტომაც ვართ ზოგჯერ აქ ასე მოწყენილები, რომ არანაირი მიწიერით არ ძალგვიძს, გავფანტოთ ჩვენი იდუმალი ნაღველი; ეს ზეცის მონატრების ნაღველია, როგორც - მშობლიური მხარისა.
როგორც აბრაამს ქანაანის ქვეყანაში მუდმივი საცხოვრებელი არ ჰქონდა, არამედ მემკვიდრეობით კუბო გააჩნდა, ასევე ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება მხოლოდ სასტუმრო და კუბოა.
არასოდეს უნდა დაგავიწყდეს, რომ ყველანი გზაში ვართ და ჩვენს სამშობლოში ვბრუნდებით, ვინ - მხრებზე შულდაკით, ვინ - ოთხმაგი სიმკვირცხლით, მაგრამ ყველა ერთ კარში შევალთ