წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
როგორც თვალით ხედვის სწავლა შეუძლებელია სიტყვებით, რადგან ეს ბუნებისაგან გვაქვს მოცემული, ასევე, ვერც ლოცვის მშვენიერებას ვისწავლით სხვა სიტყვით, რადგანაც ლოცვას მოძღვრად ღმერთი ჰყავს; ეს ჩვეულებრივი სიტყვები კი არ არის, რომ მოისმ... იხილეთ სრულად
იგი, ვინც ღვთის სიყვარულზე ლაპარაკს ცდილობს, თვით ღმერთზე კადრულობს სიტყვის დაძვრას, ღმერთზე ლაპარაკი კი უკრძალველი ადამიანებისათვის დიდად სახიფათოა
სიტყვა - სიყვარული მხოლოდ ანგელოზებისთვისაა ცნობილი და მათთვისაც არასრულად, - მხოლოდ მათი ნათლის შესაბამისად
სიყვარული ღმერთია; ხოლო, ვისაც მისი სიტყვით გადმოცემა სურს, იმ ბრმას ჰგავს, რომელიც ზღვის ფსკერზე ქვიშის დათვლას ცდილობს
სიყვარული ბუნებით ღვთის მსგავსებაა, რამდენადაც ეს კაცთათვისაა შესაძლებელი და მისაწვდომი; გარეგნულ ქმედებაში ის სულის კეთილ სიმთვრალედ ვლინდება; ხოლო ბუნებით სარწმუნოების წყაროა, მრავლისმოთმინების უფსკრული და ზღვა სიმდაბლისა
ჭეშმარიტი სიყვარული ყოველგვარი საწინააღმდეგო გრძნობის უარყოფაა, "სიყვარული ბოროტსა არა იგონებს"
სიყვარული, უვნებელობა და შვილობა მხოლოდ სხვადასხვა საღმრთო სახელებია, ხოლო ძალა მათი ერთია: როგორც ცეცხლი, ალი და ნათელი
რამდენადაც იკლებს სიყვარული, მით შიში იმატებს; რადგანაც, ვისაც შიში არა აქვს, ის ან სიყვარულითაა სავსე, ან - სულით მკვდარია
არაფერი აბრკოლებს იმას, რომ მოვიკრიბოთ ღვთის შიში, გულმოდგინება კეთილი შური, ღვთის მონობა და სიყვარული მისი