წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ნეტარია ის კაცი, რომელსაც ისე ეშინია ღვთისა, როგორც ბრალდებულს - თავისი მსაჯულისა
ნეტარის ის, ვისაც ისევე გულმოდგინებით სურს მონობა ღვთისა, როგორც ერთგულ მონებს თავიანთი პატრონისა
ნეტარია იგი, ვინც სათნოებათა მიმართ ისეთივე მოშურნეობას განიცდის, როგორსაც დიდებისმოყვარე კაცი ამქვეყნიური სამეფოს პატივის მიმართ
ნეტარია ის, ვინც ლოცვის დროს ისე დგას ღვთის წინაშე, როგორც მეფის წინაშე შიშით დგანან მხედრები
ნეტარია იგი, ვინც ცდილობს, ისე მოიმადლიეროს უფალი, როგორც მეგობრების მომადლიერებას ცდილობენ ხოლმე
როდესაც ადამიანი ვინმეს მიმართ ძლიერ სიყვარულსა და ტრფიალებას განიცდის, მას გამუდმებით მისთვის საყვარელი სახის ნახვა სურს და შინაგანი სიტკბოებითაა მიჯაჭვული მასზე, ძილშიც კი არ უნელდება მისი სურვილი და მით უფრო მაშინ, როდესაც მას ... იხილეთ სრულად
თვითონ ნახე, ჰოი, ნეტარო, რომ როდესაც ირემი, ეს მხნე და უშიშარი სულის სახე, ბოროტ ქვეწარმავლებს გაანადგურებს, მაშინ "სურინ და მოაკლდებინ" მას "უფლისა მიმართ", რადგან დამწველი ცეცხლით - უფლისადმი სიყვარულით იწვის