წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
იმედი შრომის დროს დასვენებაა, ის არის კარი სიყვარულისა, ის არის სასოწარკვეთილების მომაკვდინებელი და საუკუნო კეთილთა წინდი
იმედის ნაკლულოვანება სიყვარულს აქრობს; ჩვენი შრომა იმედთან არის დაკავშირებული, მასზეა დამყარებული ღვაწლი და მას იცავს მოწყალება ღვთისა
იმედით მოღვაწე მონაზონი მოწყინების მკვლელია, რადგან მას იმედის მახვილით კლავს
უფლის ძღვნის გემოსხილვა შობს იმედს, ხოლო, ვისაც ამის გემო არ უხილავს, შეუძლებელია, რომ არ დაეჭვდეს
იმედი განდევნის მრისხანებას, რადგანაც "სასოებასა არასადა რცხვენის, ხოლო გულისწყრომა საქმე არს სირცხვილისა". - ამბობს სოლომონი
სიყვარული წინასწარმეტყველების სათავეა. სიყვარული ნიშების მომცემელია. სიყვარული ბრწყინვალების უფსკრულია. სიყვარული ცეცხლის წყაროა და სადაც ის ამოვა, დასწვავს მწყურვალს. სიყვარული ანგელოზების სიმტკიცეა. სიყვ... იხილეთ სრულად
ჰოი მშვენიერო სათნოებათა შორის, გვითხარ და გვაუწყე, სად აძოვებ შენს ცხვრებს, ან სად იმყოფები; განგვანათლე ჩვენ, დაგვარწყულე ჩვენ, გვიწინამძღვრე ჩვენ; რადგანაც ჩვენ შენთან მოსვლა გვწყურია. შენ ყოველივეზე ბატონობ; შენ დააწყლულე სული... იხილეთ სრულად
შევუდგეთ, ძმებო, გულმოდგინედ შევუდგეთ ამ კიბის საფეხურებს, გულში ზეაღსვლის სურვილი დავინერგოთ და ვუსმინოთ წინასწარმეტყველს, რომელიც ამბობს: "აღვიდეთ მთასა უფლისასა და სახლსა ღვთისა ჩუენისასა" (ეს. 2,3). მასთან, ვინც "განამტკიცნა ფ... იხილეთ სრულად