როგორც ყოველი ნაყოფი წარმოიქმნება ყვავილისგან, ასევე ყოველგვარ მორჩილებას სოფლისგან განდგომა უძღვის წინ - სხეულით ან ნებით. ამ ორ სათნოებათაგან (ე. ი. სოფლისგან განდგომით და საკუთარი ნების მოკვეთით) უმეტესად ღირებული მორჩილებაა - ...
იხილეთ სრულად
როგორც ყოველი ნაყოფი წარმოიქმნება ყვავილისგან, ასევე ყოველგვარ მორჩილებას სოფლისგან განდგომა უძღვის წინ - სხეულით ან ნებით. ამ ორ სათნოებათაგან (ე. ი. სოფლისგან განდგომით და საკუთარი ნების მოკვეთით) უმეტესად ღირებული მორჩილებაა - ოქროს ფრთებით უსხეულოდ ზეცად ამაღლება: და ალბათ ამ ფრთების შესახებ იგალობა სულიწმიდით ცხებულმა: ვინცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი და აღვფრინდე და განვისვენო
ნუ დავაყოვნებთ და თუ საჭიროა, ამ სიტყვაში ავხსნათ ამ მამაც მხედართა ბრძოლის სახენი: თუ როგორ უპყრიათ მათ ღვთისა და მოძღვრის მიმართ ფარი სარწმუნოებისა და მისი საშუალებით იგერიებენ ურწმუნოებისა და სხვა ადგილას გადასახლების ყოველ გა...
იხილეთ სრულად
ნუ დავაყოვნებთ და თუ საჭიროა, ამ სიტყვაში ავხსნათ ამ მამაც მხედართა ბრძოლის სახენი: თუ როგორ უპყრიათ მათ ღვთისა და მოძღვრის მიმართ ფარი სარწმუნოებისა და მისი საშუალებით იგერიებენ ურწმუნოებისა და სხვა ადგილას გადასახლების ყოველ განზრახვას; სულიერი მახვილის აღმართვისას ყოველთვის საკუთარ ნებას აკვდინებენ, როგორც კი მის მოახლოებას შენიშნავენ და მოთმინებისა და მოკრძალების რკინის აბჯრით შემოსილნი ყოველგვარი შეურაცხყოფის მომწყვლელ ისრებს თავიდან იცდენე...
მორჩილება საკუთარი სულის სრული უარყოფაა, რომელიც ხორციელი მოქმედებით გამოიხატება. ანდა პირიქით, მორჩილება ხორციელ ასოთა მოკვდინებაა ცოცხალი გონებისმიერ
მორჩილება არის მოქმედება განსაცდელის გარეშე, თვითნებური სიკვდილი, ცნობისმოყვარეობის გარეშე ცხოვრება, ჭირის უდარდელად გადატანა, ღვთის წინაშე უზრუნველი სიტყვისგება, სიკვდილი უშიშარი, უსაფრთხო ცურვა, მოგზაურობა - ძილში
თავდაპირველად სულიერი ნებისა და ხორციელ ასოთა მოკვდინება მეტად დიდ მწუხარებას იწვევს; შუა პერიოდი ზოგჯერ მწუხარებითაა სავსე. ზოგჯერ - ზოგჯერ სრულიად არასამწუხარო, ხოლო დასასრულს უკვე აღარანაირი განცდა და აღძვრა მწუხარებისა აღარ იგ...
იხილეთ სრულად
თავდაპირველად სულიერი ნებისა და ხორციელ ასოთა მოკვდინება მეტად დიდ მწუხარებას იწვევს; შუა პერიოდი ზოგჯერ მწუხარებითაა სავსე. ზოგჯერ - ზოგჯერ სრულიად არასამწუხარო, ხოლო დასასრულს უკვე აღარანაირი განცდა და აღძვრა მწუხარებისა აღარ იგრძნობა. მაშინ ამ ნეტარი და ცხოველი მივცალებულის გულისტკივილსა და მწუხარებას იწვევს ის, როცა ხედავს, როგორ აღასრულებენ პირად ნებას, რადგან საკუთარი სასჯელის ტვირთი აშინებს
ჰოი თქვენ, ვინც ამ სულიერი ტანჯვის ასპარეზზე აპირებთ გასვლას, თქვენ, ვისაც ქრისტეს უღლის ტვირთვა გსურთ, თქვენ, ვისაც გინდათ, რომ ამიერიდან თქვენი უღელი სხვის ქედზე გადადოთ, ნებსით მონობას ესწრაფით, რათა მის ნაცვლად ჭეშმარიტი თავის...
იხილეთ სრულად
ჰოი თქვენ, ვინც ამ სულიერი ტანჯვის ასპარეზზე აპირებთ გასვლას, თქვენ, ვისაც ქრისტეს უღლის ტვირთვა გსურთ, თქვენ, ვისაც გინდათ, რომ ამიერიდან თქვენი უღელი სხვის ქედზე გადადოთ, ნებსით მონობას ესწრაფით, რათა მის ნაცვლად ჭეშმარიტი თავისუფლება მოიპოვოთ. თქვენ, ვინც ამ უდიდესი მორევის გადაცურვას სხვათა ხელზე დაყრდნობით ცდილობთ, იცოდეთ, რომ თქვენ მოკლე, მაგრამ უმკაცრეს გზას იგემებთ, რომელზედაც არსებობს მხოლოდ ერთი საცდური. მას თვითნებობა ეწოდება. ვინც სრუ...
როდესაც ჩვენ უმანკოების განზრახვითა და გონიერებით გვსურს, ღვთისთვის მორჩილება ვიტვირთოთ და ჩვენი სხნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე სხვას მივანდოთ, მაშინ ამ გზაზე შედგომამდე, თუ ცოტაოდენი გამჭრიახობა და განსჯის უნარი გვაქვს, უნდა გამოვც...
იხილეთ სრულად
როდესაც ჩვენ უმანკოების განზრახვითა და გონიერებით გვსურს, ღვთისთვის მორჩილება ვიტვირთოთ და ჩვენი სხნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე სხვას მივანდოთ, მაშინ ამ გზაზე შედგომამდე, თუ ცოტაოდენი გამჭრიახობა და განსჯის უნარი გვაქვს, უნდა გამოვცადოთ, დავაკვირდეთ და, ასე ვთქვათ, გამოვიკვლიოთ ის მესაჭე, რათა შემდეგ მესაჭის ნაცვლად არ შეგვრჩეს უბრალო მენიჩბე, ექიმის ნაცვლად - სნეული, სრული უვნებელობით აღსავსე ადამიანის ნაცვლად - კაცი ვნებული, ნავსაყუდელის ნაცვლად ...
მათ, ვისაც სურთ, წინამძღვრებისადმი რწმენა შეურყევლად შეინარჩუნონ, აუცილებელია, რომ დაუვიწყებლად და წარუხოცელად დაიმარხონ გულში მათი სათნოებანი და მათი გამუდმებული გახსენებით პირიდაუხშონ ეშმაკებს, როდესაც ისინი ურწმუნოებით აღგვძრავ...
იხილეთ სრულად
მათ, ვისაც სურთ, წინამძღვრებისადმი რწმენა შეურყევლად შეინარჩუნონ, აუცილებელია, რომ დაუვიწყებლად და წარუხოცელად დაიმარხონ გულში მათი სათნოებანი და მათი გამუდმებული გახსენებით პირიდაუხშონ ეშმაკებს, როდესაც ისინი ურწმუნოებით აღგვძრავენ მათ წინააღმდეგ. იმიტომ რომ, რამდენადაც სარწმუნოება გამრავლდება მათ გულებში, იმდენადვე ხორცი წარმატებულ კეთილმსახურებას შესძლებს. ხოლო ვინც ურწმუნოების ლოდმა დააბრკოლა, იგი უკვე დაეცა. ურწმუნოების ლოდმა დააბრკოლა, იგი ...
როდესაც განზრახვა მიგიზიდავს, რომ გამოსცადო, ან განსაჯო შენი წინამძღვარი, როგორც სიძვას, ისე გაექეცი მას; ამ გველს არ შეუდრკე, ნუ მისცემ ადგილს, ნურც კარს გაუღებ, არამედ უთხარ მას: - ჰოი მაცდურო! მე კი არ უნდა განვსაჯო წინამძღვარი...
იხილეთ სრულად
როდესაც განზრახვა მიგიზიდავს, რომ გამოსცადო, ან განსაჯო შენი წინამძღვარი, როგორც სიძვას, ისე გაექეცი მას; ამ გველს არ შეუდრკე, ნუ მისცემ ადგილს, ნურც კარს გაუღებ, არამედ უთხარ მას: - ჰოი მაცდურო! მე კი არ უნდა განვსაჯო წინამძღვარი, მან თავად უნდა განმსაჯოს მე; მე კი არა ვარ მისი მსაჯული, არამედ - ისაა ჩემი
მამები ფსალმუნთა გალობას უწოდებენ იარაღს, ლოცვას - გალავანს, უმანკო ცრემლს - საბანელს, ხოლო ნეტარ მორჩილებას მათ უწოდეს აღმსარებლობა, რომლის გარეშე ცოდვითა და ვნებით შობილი ღვთის პირს ვერ იხილავს