წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ყოველგვარი ეშმაკეული ბრძოლა სამი უმთავრესი მიზეზიდან გამომდინარეობს: ან - საკუთარი დაუდევრობიდან, ან - ამპარტავნებიდან, ან - ეშმაკის შურისაგან. პირველი საწყალობელია, მეორე - უბადრუკი, ხოლო მესამე - სამგზის სანატრელი
ყოველგვარ ვითარებაში სამიზნედ და კანონად ჩვენი სინდისი გვქონდეს, რათა ვიცოდეთ, თუ ქარი რომელი მხრიდან ქრის, და მისი მითითებით ავმართოთ აფრები
ყოველგვარ საქმეში, რომელიც გვსურს, ღვთივსასურველად აღვასრულოთ, ეშმაკები სამ ორმოს გვითხრიან. პირველით ისინი იბრძვიან, რომ ჩვენს კეთილ საქმეებს აღუდგნენ წინ; როდესაც აქ დამარცხდებიან, მეორეს მოიხმარენ, რათა აღსრულებული საქმე ღვთის ... იხილეთ სრულად
ლოცვა ღვთისა და კაცის შეერთებაა ბუნებით; ხოლო - საქმით: ქვეყნიერების სიმტკიცე; ღმერთთან შერიგება; ერთდროულად მშობელი და ნაშობი ცრემლისა; ცოდვათა მიმტევებელი; ხიდი განსაცდელთა შორის მავალთათვის; ჭირთაგან დამცველი გალავანი; ბრძოლათა... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი მლოცველისათვის ლოცვა არის სამსჯავრო და სასამართლო, რომელიც საშინელ სამსჯავროს წინ უძღვის
ვინც ჩვენს მეუფესა და ღმერთთან შესახვედრად მივდივართ, მოუმზადებლად ნუ გავემართებით, რათა მან შორიდანვე არ შენიშნოს, რომ სამეფო სამკაული და აბჯარი არ გვმოსავს და თავის მსახურებს ჩვენი შეპყრობა და მის თვალთაგან გაძევება არ უბრძანოს;... იხილეთ სრულად
როდესაც უფლის წინშე წარსადგომად მიდიხარ, შენი სულის სამოსელი ავუხსენებლობის ძაფით უნდა იყოს მოქსოვილი, თორემ შენი ლოცვა არანაირ სარგებლობას არ მოგიტანს
ყოველი შენი ლოცვა მდაბალი გონებით უნდა იყოს წარმოთქმული, რადგანაც მეზვერე და უძღები ერთი სიტყვით შეიწყნარა ღმერთმა
ღვთის წინაშე ლოცვით წარდგომა ყოველთვის ერთნაირია, მაგრამ მასში მრავალი განსხვავება და საფეხური არსებობს
ზოგიერთი მიმართავს უფალს, როგორც მეგობარს და ამავდროულად - როგორც მეუფეს და უკვე საკუთარი თავისთვის კი არა, - არამედ მოყვასისათვის ევედრება; სხვები სულიერ სიმდიდრეს, დიდებასა და ლოცვის უმეტეს, კადნიერებას ითხოვენ; სხვები ევედრებია... იხილეთ სრულად